„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №174
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
„საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, სარეგისტრაციო კოდი – 240 090000.10.003.016164) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის:
1. მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საწყობის საქმიანობის შემთხვევაში – „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით დადგენილი წესით საწყობის საქმიანობისათვის გაანგარიშებული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები გარანტია.“.
2.მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე ნებართვის გამცემს წარუდგინოს „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით დადგენილი წესით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობისათვის გაანგარიშებული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები გარანტია.
4. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელს ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების შემდეგ. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ითვლება სანებართვო პირობების დარღვევად.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 15 მაისიდან .
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 08.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №174. სარეგისტრაციო კოდი — 240090000.10.003.016843.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №174, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.016843 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1651056/