„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№169
სარეგისტრაციო კოდი
390130000.10.003.016847
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №169

2012 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყო­ფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭ­რო­ბის შესა­ხებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მა­თი ნაწილე­ბისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექს­პორ­ტი­სა და ზღვიდან ინ­ტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობ­ებ­ის შესახებ დებუ­ლების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2007 წლის 6 თე­ბერვ­ლის №18 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, მუხ­ლი 221) შეტანილ იქ­ნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამ­ტკი­ცებ­უ­ლი დებულების:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თე­თრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის შე­სახებ განცხადება, გარდა ამ პუნქტში აღნიშნულისა, დამატებით უნდა შე­იცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

დ.ა) ყოველწლიურად დაგეგმილი მოსაპოვებელი თეთრყვავილას ბოლ­ქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების რაოდენობას;

დ.ბ) ნაკვეთზე არსებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყო­ჩი­ვარ­დას გორგლების სავარაუდო რაოდენობას;

დ.გ) ნაკვეთის მართვის ღონისძიებებს;

დ.დ) ინფორმაციას, როდის იქნა პირველად გაშენებული თე­თრ­ყვავი­ლას ბოლქვები ან/და ყოჩივარდას გორგლები მოცემულ ნაკვეთზე;

დ.ე)            ინფორმაციას, თუ რა იყო წყარო პირველად გაშენებული თე­თ­რ­ყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლებისა;

დ.ვ)            ინფორმაციას, თუ როდის იქნა უკანასკნელად დარგული თეთ­რ­ყვავილას ბოლქვები ან/და ყოჩივარდას გორგლები ამ ნაკვეთზე და რა იყო მათი წყარო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ნებართვის მისაღებად წარ­სადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სახეობათა ნიმუშების ექსპორტის შემთხვევაში – კონვენციის I და­ნართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში – იმპორტიორი სა­ხელ­მწიფოს შესაბამისი ორ­გა­ნოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა;

ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თე­თრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის შე­სა­ხ­ებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ბ.ბ) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რო­მელიც უნდა შეიცავდეს მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლ­ქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების საერთო რაოდენობას (თეთ­რ­ყვა­ვილას (Galanthus wornowii) საექსპორტო ზომის ბოლქვების მარაგის და­დგენის მიზნით ხელოვნური მოშენების ნაკვეთი უნდა დანიმუშდეს 0.25მ2 ფართობის კვადრატის რანდომული (შემთხვევითი) გადაგდებით 20-ჯერ ნაკვეთზე არსებულ თეთრყვავილას პლანტაციაში. თითოეულ და­ნიმუშების კვადრატში უნდა დაითვალოს თეთრყვავილას ღეროების რა­ოდენობა (ღეროების ჩახმობის შემთხვევაში – ერთ ღეროდ უნდა ჩა­ი­თვა­ლოს ბოლქვიდან ამოზრდილი ორი ფოთოლი); 20-ვე კვადრატის და­ნი­მუშების შემდგომ უნდა გამოითვალოს საშუალო მაჩვენებელი ფარ­თო­ბის ერთეულისთვის (მაგ., 02.5მ2 ან 1მ2), რომელიც უნდა ექსტრაპო­ლი­რდეს თეთრყვავილას პლანტაციით დაფარულ მთლიან ფართობზე, რის შედეგადაც გამოითვლება თეთრყვავილას ღეროების სიმჭიდროვე მო­ც­ემულ ხელოვნური მოშენების ნაკვეთში. მიჩნეულია, რომ თეთ­რ­ყვა­ვი­ლას ორ ღეროზე საშუალოდ ერთი ბოლქვია განვითარებული, ხოლო და­ნიმუშების კვადრატში ამ გზით გამოთვლილი ბოლქვების ნახევარი სა­ექსპორტო ზომისაა. ამ დაშვებების საფუძველზე უნდა გაანგარიშდეს სა­ექსპორტო ბოლქვების რეალურთან მიახლოებითი მარაგი ხელოვნური მო­შენების ნაკვეთებზე), საექსპორტო რაოდენობას, მოშენების ხანგრძ­ლი­ვობას, სასაქონლო ბოლქვების/გორგლების მაქსიმალურ რაოდენობას, რო­მელიც შეიძლება მოპოვებულ იქნეს ნაკვეთიდან ყოველწლიურად, დას­კვნის მოქმედების ვადას. სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს და­დე­ბ­ითი დასკვნის გაცემისას ნაკვეთზე არსებული ბოლქვების/გორ­გლ­ებ­ის და საექსპორტოდ დაგეგმილი ბოლქვების/გორგლების რაოდენობათა თა­ნაფარდობა უნდა იყოს ისეთი, რომ ნაკვეთზე მუდმივად ხდებოდეს მშობ­ლიური თაობის იმ რაოდენობის შენარჩუნება, რაც აუცილებელია ყო­ველწლიურად სასაქონლო ზომის ექსპორტისათვის დაგეგმილი ოდენ­ობ­ის მისაღებად, რათა გამოირიცხოს ნაკვეთზე ბოლქვების/გორგლების შემ­დ­გომი შემატების საჭიროება. დადებითი დასკვნა შეიძლება გაიცეს არა უმ­ეტეს 3 წლის ვადით. დასკვნის გაცემისათვის საფასური განისა­ზღვ­რე­ბა საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

გ) სახეობათა ნიმუშების იმპორტის შემთხვევაში – ექს­პორტიორი ქვეყ­ნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატი, ხოლო ცოცხალი ნი­მუ­შის იმპორტის შემთხვევაში – ასევე ნიმუშის შენახვისა და მოვლის სა­თა­ნადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) რეექსპორტის შემთხვევაში:

დ.ა) ექსპორტიორი ან ბოლო რეექსპორტიორი ქვეყნის მიერ გა­ცე­მუ­ლი ნებართვა ან სერტიფიკატი;

დ.ბ) კონვენციის I დანართში შეტანილ სახეობათა ცო­ცხალი ნი­მუ­შე­ბის შემთხვევაში – იმპორტის ქვეყნის მიერ გაცემული იმპორტის ნე­ბარ­თვა;

ე) ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევაში – ნიმუშის შენახვისა და მო­ვ­ლისათვის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დო­კუ­მენტები.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემ­ თ­ ხვე­ ვაში (გარდა თეთრყვავილ ა ს ბოლქვების ან/და ყოჩი­ვარდას გორგ­ ლე­ ბის კომერციული მიზნით ექსპორტისა):

ა) ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სამეცნიერო ორგანოს გა­ მო­ აქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი არ შეუქმნის გადაშენების საფ­ რ­ თ­ ხეს მოცემულ სახეობას;

ბ ) ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა გაიცემა, თუ სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ინტროდუქცია არ უქმნის გა­ და­ შე­ ნების საფრთხეს მოცემულ სახეობას.“.

3. მე‑5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑3 პუნქტი:

„3. თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების კო­ მერ­ ციული მიზნით ექსპორტისას ნებართვა გაიცემა:

ა) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე (რომლის მოქ­ მედების ვადა არ არის გასული);

ბ) სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელ­ შეკ­ რულების საფუძველზე;

გ) იმ პირის (ან მისი წარმომადგენლის) განცხადების საფუძ­ველ­ზე, რომლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებ­უ­ლია თეთრყვავილას ბოლქვები ან/და ყოჩივარდას გორგლები.“.

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სამეცნიერო ორგანო არ მონაწილეობს კერძო სა­კუ­თ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყო­ჩივარდას გორგლების ექსპორტის ნებართვის გაცემის პრო­ცეს­ში .“.

5. მე-8 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ამავე მუხლს დაემა­ტ­ოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის ნე­ბართვა არ გაიცემა, თუ:

ა) ნაკვეთზე თეთრყვავილა ან/და ყოჩივარდა არ არის გაშენებული გან­ცხადების წარდგენამდე 5 წლით ადრე მაინც;

ბ) სასაქონლო ზომის ბოლქვების/გორგლების სრული ოდენობით მო­პოვების შემთხვევაში – აღნიშნულ ნაკვეთზე ბოლქვების/გორგლების შემ­დგომ მოპოვებამდე არ არის გასული 3 წელი მაინც;

გ) არ არის წარმოდგენილი:

გ.ა) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა;

გ.ბ) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის სპე­ციალურ რეესტრში გატარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ­ლის შინაარსი განისაზღვრება სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს დე­ბ­­ულებით;

გ.გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.“.

6. მე‑9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. ნებართვის მფლობელის ვალდებულებანი

კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთ­რ­ყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის ნე­ბარ­თ­ვის მფლობელი ვალდებულია:

ა) თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მო­პო­ვება განახორციელოს მხოლოდ ნებართვაში მითითებული მიწის ნა­კვე­თიდან;

ბ) ნებართვის აღებისა და თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყო­ჩი­ვარ­დას გორგლების მოპოვების შემდეგ ნებართვის გამცემ ორგანოში წარ­­ად­გინოს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დას­ტურდება ნაკვეთიდან აღნიშნული სახეობების მოპოვების ფაქტი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ იკა გილაური