⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.03.2023)
გაუქმებულია:

,,საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ“

მიღების თარიღი 11.05.2012
ძალის დაკარგვა 10.03.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-23/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/05/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 817 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.05.2012 მიღება
10.03.2023 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-23/ნ 2012 წლის 11 მაისი ქ. თბილისი საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ  საქართველოში საექთნო ადამიანური რესურსის განვითარებისა და საექთნო განათლების სრულყოფის მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი.გიორგობიანი დანართი საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს სტატუსი საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანო. მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები თავის საქმიანობაში საბჭო ხელმძღვანელობს საქარ­თველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელ­შეკ­რულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკა­ნონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს პირველადი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების საკითხს წყვეტს საბჭო, სრული შემადგენლობის უმრავლესობით და ფორმდება საბჭოს გადაწყვეტილებით. 2. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენ­ტი­სა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებმა, სახელმწიფო და­წესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანი­­ზა­ციების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. მუხლი 4🔗. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) საექთნო საქმის (ექთანი/ბებიაქალი) ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა; ბ) საექთნო საქმიანობის (ექთანი/ბებიაქალი) ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა; გ) საექთნო პერსონალის (ექთანი/ბებიაქალი) უფლებების დაცვის ხელშეწყობა; დ) საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა. მუხლი 5🔗. საბჭოს ამოცანები საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს ამოცანებია: ა) საექთნო განათლებისა (ექთანი/ბებიაქალი) და საექთნო საქმიანობის (ექთანი/ბებიაქალი) პოპულარიზაცია; ბ) საექთნო განათლებაზე (ექთანი/ბებიაქალი) ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით წინადადებების მომზადება; გ) საექთნო საქმის (ექთანი/ბებიაქალი) ადამიანური რესურსის შეფასება; დ) საექთნო საქმის (ექთანი/ბებიაქალი) პერსონალის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის ხელშეწყობა; ე) საექთნო საქმის (ექთანი/ბებიაქალი) საგანმანათლებლო პროგრამების (ექთნის თანაშემწე, პრაქტიკოსი ექთანი, პრაქტიკოსი ბებიაქალი, საექთნო საქმის (ექთანი) ბაკალავრი, საექთნო საქმის (ბებიაქალი) ბაკალავრი) შემუშავება/სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება; ვ) საექთნო საქმის პერსონალის (ექთანი/ბებიაქალი) გადამზადების ხელშეწყობა და შესაბამისი პროგრამების იმპლემენტაციის მიზნით წინადადებების შემუშავება; ზ) საექთნო საქმიანობის (ექთანი/ბებიაქალი) მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შემუშავების თაობაზე წინადადებების მომზადება; თ) საექთნო საქმის (ექთანი/ბებიაქალი), როგორც რეგულირებადი პროფესიის, განსაზღვრის თაობაზე წინადადებების მომზადება და შესაბამისი ინსტრუმენტების დანერგვაში მონაწილეობა; ი) საექთნო საქმის (ექთანი/ბებიაქალი) „გაიდლაინებისა“ და „პროტოკოლების“ შემოღების ხელშეწყობა და მათ მომზადება/ დანერგვაში მონაწილეობა; კ) საექთნო საქმის (ექთანი/ბებიაქალი) პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ლ) საექთნო საქმის (ექთანი/ბებიაქალი) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერების მიზნით წინადადებების მომზადება; მ) დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა; ნ) ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა; ო) მიზნობრივი პროექტების განხორციელების მიზნით დონორი ორგანიზაციების მოძიების ხელშეწყობა. მუხლი 6🔗. საბჭოს უფლებამოსილებანი საბჭო თავისი საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილია: ა) მოამზადოს რეკომენდაციები და წინადადებები დასახული ამოცანების მისაღწევად; ბ) შეისწავლოს დასახული ამოცანების შესრულების ხარისხი და შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ყველა სახის საჯარო ინფორმაცია სამთავრობო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებისაგან; დ) განახორციელოს მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქცია და საექთნო (ექთანი/ბებიაქალი) სფეროში რეალური სიტუაციის და არსებული კვლევების მონაცემთა საფუძველზე შეიმუშაოს კონკრეტული სტრატეგიები და მიაწოდოს რეკომენდაციები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს; ე) კოორდინირება გაუწიოს მიმდინარე სახელმწიფო და დონორთა მიერ დაფინანსებულ პროგრამებს საექთნო საქმიანობისა (ექთანი/ბებიაქალი) და განათლების სფეროში, გამოავლინოს საჭიროებები და ხელი შეუწყოს დამატებითი რესურსების მოზიდვას; ვ) მოამზადოს წინადადებები საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ; ზ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 7🔗. საბჭოს წევრის უფლებამოსილებანი 1. საბჭოს წევრი უფლებამოსილია: ა) წინასწარ გაეცნოს განსახილველ საკითხებს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, გამოთქვას აზრი და მიაწოდოს საბჭოს საკუთარი წინადადებები; ბ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. საბჭოს წევრს საბჭოს რომელიმე წევრის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეს საბჭოს მუშაობის პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება. მუხლი 8🔗. საბჭოს საქმიანობის ზოგადი წესი 1. თავისი საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამდივნო. 2. საბჭო საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. საბჭო იკრიბება წელიწადში სულ მცირე ხუთჯერ (ზაფხულის თვეების (ივნისი, ივლისი, აგვისტო) გარდა). მორიგი სხდომის მოწვევის თარიღს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე. 3. რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე მისივე გადაწყვეტილებით, ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის არგუმენტირებული მოთხოვნით. 4. კონკრეტული საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გარკვეული ღონისძიებების განხორციელების, მათზე მონიტორინგისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები როგორც საბჭოს წევრებისგან, ასევე მოწვეული ექსპერტების შემადგენლობით, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იქნებიან საბჭოს წინაშე. მუხლი 9🔗. საბჭოს სხდომის ჩატარების წესი 1. საბჭოს სხდომა იმართება წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით. 2. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 4. გადაწყვეტილების მიღება ხდება ღია კენჭისყრით. კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით საბჭომ კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის გამართვის შესახებ. 5. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იყვნენ გარეშე პირები (დარგის სპეციალისტები), სათათბირო ხმის უფლებით. 6. საბჭოს გადაწყვეტილება სათანადოდ აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 7. სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს მდივანი (სამდივნო). 8. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს მდივანი (სამდივნო). 9. მდივანი (სამდივნო) ვალდებულია, სხდომაზე განსახილველი საკითხები სათანადო მასალებთან ერთად არანაკლებ სამი დღით ადრე მიაწოდოს საბჭოს ყველა წევრს, მოწვეულ სპეციალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.