,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება № 4
2012 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:
მუხლი 1. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (ვებპორტალი, 08.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1.მე -2 მუხლის პირველი პუნქტის :
ა) „ჰ4“ და „ჰ5“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ჰ4) პრეისკუ რანტის სავარაუდო ღირებულება – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას გასაწევი მომსახურების ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;
ჰ5) პრეისკუ რანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;“;
ბ) „ჰ6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჰ7“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ჰ7. შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი – კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრი (შემდგომში – თეთრი სია).“.
2. მე -8 მუხლის მე -4 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„რ) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრული საგარანტიო ვადა;“.
3.მე -15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა
1. პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავდა პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო წინადადების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ვადის გაგრძელება ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
2. პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავდა პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო წინადადების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტს განუსაზღვრავს ვადას ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის (ასეთი მოთხოვნების არსებობისას) წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად, რომელიც არ შეიძლება იყოს სამ სამუშაო დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ხუთ სამუშაო დღეს. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს ხუთი სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზები, რომელთა გამოც ვერ მოხერხდა ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში.
3. ხელშეკრულება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.“.
4. მე -17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ინტერესთა კონფლიქტი
1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირებს ამ მუხლის მე–4 პუნქტის თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.
3. თითოეულ შემთხვევაში, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, სატენდერო კომისიის და მისი აპარატის წევრები ვალდებულნი არიან წერილობით დაადასტურონ მათ და პრეტენდენტებს შორის კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა და აღნიშნული დოკუმენტი ატვირთონ სისტემაში ასატვირთ პირველივე ოქმთან ერთად.
4.თუ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტი ან მიმწოდებელი არის კანონის მე–3 მუხლით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ინტერესთა კონფლიქტს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირსა და პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა ამ ნაწილის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ურთიერთობისა.“.
5. მე -19 მუხლის:
ა) მე -6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ი) სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – შესასრულებელი სამუშაოს გონივრულ საგარანტიო ვადას.“;
ბ) მე -12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კონკრეტული ხელშეკრულების/შესყიდვის მიმართ შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტ ებ ით დადგენილისაგან განსხვავებული პირობები, აგრეთვე ასეთი ხელშეკრულების მიმართ ამ მუხლის, ასევე ამ წესის მე-20 და 21-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გავრცელების საკითხი.“.
6. 21 -ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, აგრეთვე თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10%-მდე ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლისაგან – ხელშეკრულების ღირებულების 1%-დან 5 %-მდე ოდენობით.“.
7. 23 -ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შესყიდვის ობიექტის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 52 -ე მუხლის მე -6 ნაწილისა და კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ა” და „გ”-„კ” ქვეპუნქტების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, მისი ღირებულება არ ჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებასთან.
8. 26 -ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტენდერის მეშვეობით ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის სახელმწიფო შესყიდვა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.“.
ბ) მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პრეისკუ რანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკუ რანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.“;
9. 261 მუხლის შემდეგ დაემატოს 262–264 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 262. თეთრი სიის წარმოების წესი და პირობები
1. კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თეთრ სიაში სააგენტოს მიერ ხდება იმ მიმწოდებლის დარეგისტრირება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მიმწოდებელი თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში არ ყოფილა რეგისტრირებული შავ სიაში;
ბ) მიმწოდებელი თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში არ ყოფილა რეგისტრირებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) არსებულ შავ სიაში;
გ) თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მიმწოდებლის მიმართ დაწყებული არ ყოფილა ან არ მიმდინარეობდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
დ) მიმწოდებელს აქვს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის არანაკლებ 3 დადებითი რეკომენდაცია შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიმწოდებლის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. რეკომენდაციაში უნდა იყოს მითითებული, თუ რამდენად ხარისხიანად, სრულად და დროულად შეასრულა მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ამასთან, თითოეული ასეთი ხელშეკრულების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 300 000 ლარი;
ე) მიმწოდებლის (მიმწოდებლის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის, პარტნიორის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის) მიმართ არ მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი ნასამართლევი არ არის (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 -ე–182 -ე მუხლებით, XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად -საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში), 223 1 224 1 , 322 2 , 339-ე, 339 1 და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის;
ვ) მიმწოდებელი თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში არის მოგების გადასახადის გადამხდელი;
ზ) მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში აქვს არანაკლებ 5 000 000 ლარის ყოველწლიური საერთო ბრუნვა;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოძიება ხდება სააგენტოს მიერ, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სააგენტოს წარედგინება მიმწოდებლის მიერ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოში მიმწოდებლის მიერ წარდგენიდან 30 დღის ვადაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირების შესახებ ან თეთრ სიაში რეგისტრაციაზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ, რაც ეცნობება მიმწოდებელს. აღნიშნული ვადა სააგენტოს თავმჯდომარის მოტივირებული გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაგრძელდეს ერთხელ არა უმეტეს 30 დღით. სააგენტო უფლებამოსილია მიმწოდებლისაგან მოითხოვოს წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ფარგლებში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, მიმწოდებელმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მიმწოდებლის (იურიდიული პირის კორპორაციული) CV;
ბ) ინფორმაცია მიმწოდებლის შესახებ სააქციო საზოგადოება კრედიტინფო საქართველოდან;
გ) ინფორმაცია მიმწოდებლის თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესახებ (გამოცდილება, სერტიფიკატები, ტრენინგები);
დ) ინფორმაცია მიმწოდებლის ტექნიკური აღჭურვილობისა და შესაძლებლობების შესახებ.
5. მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირების შემთხვევაში, ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონულად ხელმისაწვდომი ხდება ყველა დაინტერესებული პირისათვის.
6. თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი თავისუფლდება გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში/ელექტრონულ ტენდერში საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისაგან, იმის მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა სატენდერო დოკუმენტაცია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნას, ხოლო წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევრის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. აღნიშნული ცვლილების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა წარმოადგენს მიმწოდებლის თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.
8. თეთრ სიაში მიმწოდებლის დარეგისტრირება ხდება 1 წლის ვადით. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე დარჩენილი უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ამ მუხლის პირველი და მე -4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ხელახლა წარმოდგენის/დადასტურების შემთხვევაში, მიმწოდებლის თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა ავტომატურად გაგრძელდება 1 წლით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
9. სააგენტო თავის ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge ) აწარმოებს და განათავსებს თეთრ სიას, რომელიც ელექტრონულად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
მუხლი 263. წინასწარი ანგარიშწორებისას გადასახდელი თანხის განკარგვა შემსყიდველი ორგანიზაციის თანხობით
1.შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ამ თანხის გამოყენება მოხდება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში.
2. საამისოდ ცალკე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული წინასწარ გადასახდელი თანხის კონტროლი შესაძლებელია მოიცავდეს თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს, დადგენილი ზღვრული ოდენობის თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს და გახარჯული თანხის შემდგომ კონტროლს, თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გათავისუფლების შესახებ უნდა მიეთოთოს სატენდერო დოკუმენტაციაში, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე მიმწოდებელს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების დადებამდე გონივრულ ვადაში.
მუხლი 264. წინასწარ გადასახდელ თანხაზე გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გამო
1. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ კონკრეტული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება აღემატება 30 000 000 მილიონ ლარს. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გათავისუფლების შესაძლებლობისა და ასეთი გათავისუფლების პირობების შესახებ უნდა მიეთითოს სატენდერო დოკუმენტაციაში, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე მიმწოდებელს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების დადებამდე გონივრულ ვადაში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი