⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.01.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.05.2012
ძალის დაკარგვა 27.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №159
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.025.016075
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/05/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,319 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.05.2012 მიღება
27.01.2015 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 59.15pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №159 201 2 წ ლის 11 მაისი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ჟ ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №56 ბრძანება. 3 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესი ეს წესი შემუშავებულია „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ვაკანტური თანამდებობის (შემდე გში – ვაკანტური თანამდებობა) დასაკავებლად გამართული კონკურსის პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებსა და ზოგად პირობებს.     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსი (შემდეგში – კონკურსი) არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კანდიდატის შესაბამისობის შეფასება დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან. 2. კონკურსი უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას. 3. კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომლის სამსახურებრივი ფუნქციის შესრულება დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან, ცხადდება და ტარდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.     მუხლი 2🔗. კონკურსის მიზნები და ამოცანები 1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კონკურსის ამოცანებია: კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება.     მუხლი 3🔗. კონკურსის პრინციპები 1. კონკურსის პრინციპებია: ა) ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის; გ) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა; დ) საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; ე) კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ; ვ) კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.     მუხლი 4🔗. კონკურსის გამოცხადება 1. ცენტრალური აპარატის საჯარო კონკურსს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით, ხოლო ოფიციალური ბეჭვდითი ორგანოს საშუალებით-სურვილისამებრ. ამასთან, კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების დღე, გამოცხადების ფორმის მიუხედავად. 2. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 3. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც: ა) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობების დასახელებებს; ბ) სამუშაოს აღწერილობას; გ ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; დ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;    ე ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართს . 4. საკონკურსო-საატესტაციო კომიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა. 5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. 6. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.     მუხლი 5🔗. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა, ელექტრონული ან არაელექტრონული ფორმით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისრტოში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე; ბ) Curriculum Vitae (CV); გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის შესახებ შეტყობინებით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი დოკუმენტები.     მუხლი 6🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა  1. კონკურსს ატარებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) წერითი დავალება; ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება; გ) გასაუბრება. 3. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეთანხმებით.  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.  5. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებისათვის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო.     მუხლი 7🔗. კონკურსის შედეგები 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 4. კონკურსის შედეგების მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 5. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს - კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 6. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.     მუხლი 8🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.     მუხლი 9🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.