კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების წესების შესახებ
მიღების თარიღი 14.05.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №181
სარეგისტრაციო კოდი 450170000.10.003.016854
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/05/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების წესების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №181
2012 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების წესების შესახებ
მუხლი 1🔗. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების წესები“.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ -მინისტრი ნ. გილაური
კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების წესები
ეს წესი ადგენს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების მეთოდოლოგიასა და შესაბამისი გრაფიკული და ტექსტური მასალების შედგენის წესებს.
მუხლი 1🔗. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სახეები
1. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი, და რომლის დანიშნულებაა მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არასასურველი ზეგავლენისაგან.
2. დამცავი ზონების მიზნები, ამოცანები, სპეციფიკური რეჟიმები და მათში დასაშვები კონკრეტული საქმიანობის სახეები განისაზღვრება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. ზოგადი დამცავი ზონებია:
ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა;
ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა;
გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;
დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა.
4. ერთი ტერიტორია შეიძლება მოექცეს რამდენიმე დამცავი ზონის ფარგლებში, რომელთაგან ზოგადი დამცავი ზონა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი.
5. დამცავი ზონის საზღვარი შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვარს ან მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარს.
მუხლი 2🔗. დამცავი ზონის დადგენა
1. დამცავი ზონა დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. დამცავი ზონების პროექტს იხილავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის შეთანხმებას იმ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან, რომლის ტერიტორიაზეც დგინდება დამცავი ზონა.
3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დადებითი დასკვნის საფუძველზე, დამცავი ზონების დადგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი სამინისტროს მიერ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.
4. დამცავი ზონების პროექტის შემუშავების ინიციატორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗. დამცავი ზონების დადგენის მეთოდოლოგია და საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა
1. დამცავი ზონების პროექტის შემუშავების საფუძველია ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული კვლევა, რომელიც მოიცავს ტერიტორიის ისტორიული, არქიტექტურული, არქეოლოგიური, ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევების საფუძველზე შექმნილ დოკუმენტს.
2. ისტორიულ-კულტურული კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემუშავებულ დასაბუთებას ტერიტორიაზე დამცავი ზონებისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ.
3. დამცავი ზონების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველი ინფორმაციული (განმარტებითი ბარათი) და გრაფიკული (რუკები) მასალისაგან.
4. ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების პროექტების:
ა) განმარტებითი ბარათი უნდა მოიცავდეს:
ა.ა) ტერიტორიაზე არსებული უძრავი ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ჩამონათვალს და მათ შესახებ სააღრიცხვო ბარათებში არსებულ ინფორმაციას;
ა.ბ) ტერიტორიის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სარეკომენდაციო ნუსხას და მათ შესახებ სააღრიცხვო ბარათით გათვალისწინებულ ინფორმაციას;
ა.გ) ინფორმაციას ისტორიულ ქუჩათა ქსელის შესახებ;
ა.დ) ინფორმაციას ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არეალების შესახებ;
ა.ე) მნიშვნელოვანი ხედებისა და პანორამების ამსახველ ფოტომასალას;
ა.ვ) შესწავლილი ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შეფასებას და შესაბამისი ზონის დადგენის საჭიროების დასაბუთებას;
ა.ზ) დამცავი ზონის საზღვრების დეტალურ აღწერას ძირითადი ტეხვის წერტილების კოორდინატების მითითებით;
ბ) გრაფიკული ნაწილი (რუკები) უნდა მოიცავდეს:
ბ.ა) ტერიტორიის აციფრულ ტოპოგრაფიულ გეგმას ან მაღალი რეზოლუციის უახლეს აეროფოტოს (მ. 1:2000, 1:5000, 1:10 000);
ბ.ბ) თემატურ რუკებს: შესწავლილი ტერიტორიის ფარგლებს (მ.1:50 00, 1:10 000);
ბ.გ) შესწავლილი ტერიტორიის ფარგლებში არსებული უძრავი ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის არსებული ან/და სარეკომენდაციო ობიექტების განლაგებას, უძრავი ძეგლების ინდივიდუალური დამცავი ზონების საზღვრების, თითოეული უძრავი ძეგლის ძირითადი GPS კოორდინატის და ინდივიდუალური დამცავი ზონის საზღვრების ძირითადი ტეხვის წერტილების კოორდინატების მითითებით (მ. 1:2000, 1:5000);
ბ.დ) ისტორიულ ქუჩათა ქსელსა და მნიშვნელოვან სივრცით დომინანტებს (მ. 1:2000, 1:5000);
ბ.ე) მნიშვნელოვანი პანორამების აღქმის წერტილების განლაგებას (მ. 1:5000, 1:10 000);
ბ.ვ) შესწავლილი ტერიტორიის ფარგლებში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არეალების განლაგებას (მ. 1:5000, 1:10 000);
ბ.ზ) ტერიტორიის საკადასტრო გეგმას, ასეთის არსებობის შემთხვევაში (მ. 1:2000, 1:5000);
ბ.თ) ინფორმაციას შესწავლილ ტერიტორიაზე განლაგებული მიწის ნაკვეთების საკუთრების თაობაზე;
ბ.ი) საპროექტო დამცავი ზონების საზღვრებს (მ. 1:2000, 1:5000) ძირითადი ტეხვის წერტილების კოორდინატების მითითებით.
5. არქეოლოგიური დაცვის ზონის პროექტის:
ა) განმარტებითი ბარათი უნდა მოიცავდეს:
ა.ა) ინფორმაციას ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფენებისა და უძრავი არქეოლოგიური ობიექტების შესახებ, მათ შორის, უძრავი არქეოლოგიური ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის არსებული და/ან სარეკომენდაციო ობიექტების ჩამონათვალს და მათ შესახებ სააღრიცხვო ბარათში არსებულ ინფორმაციას;
ა.ბ) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო (წერილობითი წყაროების, ისტორიული რუკების, გენერალური გეგმების, ძველი ფოტოების მოძიება და ანალიზი, გასულ წლებში წარმოებული საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების ანგარიშების შესახებ ინფორმაცია) კვლევის შედეგებს;
ა.გ) ინფორმაციას ტერიტორიაზე განლაგებული მიწის ნაკვეთების საკუთრების თაობაზე;
ა.დ) ინფორმაციას ტერიტორიაზე განხორციელებული და/ან მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების და მათი შედეგების შესახებ;
ა.ე) შესწავლილი ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შეფასებას და ზონის დადგენის საჭიროების დასაბუთებას;
ა.ვ) დამცავი ზონის საზღვრების დეტალურ აღწერას ძირითადი ტეხვის წერტილების კოორდინატების მითითებით;
ა.ზ) ტერიტორიის ძირითადი ხედების ამსახველ ფოტომასალას;
ბ) გრაფიკული ნაწილი უნდა მოიცავდეს:
ბ.ა) ტერიტორიის აციფრულ ტოპოგრაფიულ გეგმას ან უახლეს აეროფოტოს (მ. 1:2000, 1:5000, 1:10 000);
ბ.ბ) შემდეგ თემატურ რუკებს:
ბ.ბ.ა) ტერიტორიის ფარგლები (მ. 1:5000, 1:10 000);
ბ.ბ.ბ) ტერიტორიის ფარგლებში არსებული უძრავი ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის არსებული ან/და სარეკომენდაციო ობიექტების განლაგება, თითოეული უძრავი ძეგლის ძირითადი GPS კოორდინატის და ინდივიდუალური დამცავი ზონის საზღვრების ძირითადი ტეხვის წერტილების კოორდინატების მითითებით (მ. 1:1000, 1:2000);
ბ.ბ.გ) ტერიტორიის საკადასტრო გეგმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში (მ. 1:1000, 1:2000, 1:5000);
ბ.ბ.დ) საპროექტო დამცავი ზონების საზღვრები (მ. 1:1000, 1:2000) ტეხვის წერტილების კოორდინატების მითითებით.
6. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის პროექტის:
ა) განმარტებითი ბარათი უნდა მოიცავდეს:
ა.ა) ინფორმაციას ისტორიული ლანდშაფტის ჩამოყალიბების პროცესის და ძირითადი გავლენის ფაქტორების შესახებ;
ა.ბ) შესწავლილ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის არსებული და/ან სარეკომენდაციო ობიექტების ჩამონათვალს და მათ შესახებ სააღრიცხვო ბარათით გათვალისწინებულ ინფორმაციას;
ა.გ) ინფორმაციას შესწავლილ ტერიტორიაზე განლაგებული მიწის ნაკვეთების საკუთრების თაობაზე;
ა.დ) ლანდშაფტისა და განაშენიანებული გარემოს ურთიერთმიმართების შეფასებას, ლანდშაფტის როლის შეფასებას ისტორიული გარემოს ჩამოყალიბებასა და აღქმაში;
ა.ე) დამცავი ზონის დადგენის საჭიროების დასაბუთებას;
ა.ვ) დამცავი ზონის საზღვრების დეტალურ აღწერას ძირითადი ტეხვის წერტილების კოორდინატების მითითებით;
ა.ზ) ტერიტორიის ძირითადი ხედების, აღქმის წერტილებისა და პანორამების ამსახველ ფოტომასალას;
ბ) გრაფიკული ნაწილი უნდა მოიცავდეს:
ბ.ა) ტერიტორიის აციფრულ ტოპოგრაფიულ გეგმას ან მაღალი რეზოლუციის უახლეს აეროფოტოს (მ. 1:2000, 1:5000, 1:10 000);
ბ.ბ) შემდეგ თემატურ რუკებს:
ბ.ბ.ა) შესწავლილი ტერიტორიის ფარგლები (მ. 1:5000, 1:10 000);
ბ.ბ.ბ) შესწავლილი ტერიტორიის ფარგლებში არსებული უძრავი ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის არსებული ან/და სარეკომენდაციო ობიექტების განლაგებას, უძრავი ძეგლების ინდივიდუალური დამცავი ზონების საზღვრების, თითოეული უძრავი ძეგლის ძირითადი GPS კოორდინატისა და ინდივიდუალური დამცავი ზონის საზღვრების ძირითადი ტეხვის წერტილების კოორდინატების მითითებით (მ. 1:1000, 1:2000);
ბ.ბ.გ) მნიშვნელოვანი ხედებისა და პანორამების აღქმის წერტილების განლაგება (მ. 1:5000, 1:10 000);
ბ.ბ.დ) ტერიტორიის საკადასტრო გეგმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში (მ. 1:1000, 1:2000, 1:5000);
ბ.ბ.ე) საპროექტო დამცავი ზონის საზღვრები (მ. 1:2000, 1:5000) ძირითადი ტეხვის წერტილების კოორდინატების მითითებით.
7. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის გაფართოების შესახებ საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) დამცავი ზონის გაფართოების საჭიროების დასაბუთებას;
ბ) დამცავი ზონის საზღვრების დეტალურ აღწერას შესაბამისი კოორდინატების მითითებით;
გ) ტერიტორიის ტოპოგრაფიულ რუკას ინდივიდუალური დამცავი ზონების საზღვრებისა და საკადასტრო გეგმის ჩვენებით (მ. 1:500) GPS კოორდინატებით;
დ) ინფორმაციას ტერიტორიაზე განლაგებული მიწის ნაკვეთების საკუთრების თაობაზე;
ე) ორთოფოტოს ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონების საზღვრების ჩვენებით (მ. 1:500) GPS კოორდინატებით.
8. დამცავი ზონების გრაფიკული ნაწილის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი დეტალები:
ა) რუკაზე გამოყენებული საზღვრის ხაზი და პირობითი აღნიშვნები მითითებული უნდა იქნეს რუკის მასშტაბის შესაბამისად;
ბ) რუკაზე ნათლად უნდა იქნეს დატანილი ხაზოვანი მასშტაბი და ჩრდილოეთის ისარი;
გ) რუკაზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს საკოორდინატო ბადე კოორდინატების მითითებით;
დ) რუკაზე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი შტამპისა თვის, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
დ.ა) საპროექტო დამცავი ზონის დასახელება;
დ.ბ) ტერიტორიის დასახელება;
დ.გ) პირობითი აღნიშვნები;
დ.დ) საპროექტო დამცავი ზონის ფართობი (ჰა);
დ.ე) რუკის შემსრულებელი და შესრულების თარიღი;
ე) დამცავი ზონის ცვლილების შემთხვევაში ასევე მითითებული უნდა იქნეს დამცავი ზონის ძველი და ახალი ფართობი, ასევე ძველი და ახალი საზღვრები.
9. დამცავი ზონების პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნდა წარედგინოს ორ-ორ ეგზემპლარად მყარი და ციფრული ვერსიების სახით.
მუხლი 4🔗
საქართველოს მთავრობის განკარგულება დამცავი ზონის დადგენის თაობაზე ქვეყნდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.