„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №400
2012 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ, III ნაწ. , 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა)მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“-„ც3“ ქვეპუნქტები:
„ც1) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ც2)ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
ც3)საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშ ის განხილვა , აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლ ის განხორციელება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე;“;
ბ) მე-11 მუხლის:
ბ.ა) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ)„ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო)ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;“;
გ) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ)სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა.“;
დ) 221 მუხლ ი ჩამოყალი ბ დეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 221.
ხელშეკრულებათა ექსპერტიზის ა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ბ) ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
დ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ე) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე წინადადებების შემუშავება, სამართლებრივი დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებები ს , მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებები ს პროექტების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;
კ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
მ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუ თ ვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ნ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა.“;
ე) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ქვეპუნქტი:
„ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.“;
ვ) 25-ე მუხლის:
ვ.ა)„ა“-„ზ“ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ვ.ბ)„კ“–„ჟ“ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ზ) 25- ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
თ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი:
„თავი VII. გარდამავალი დებულება
მუხლი 2 7
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე, სამართალშემოქმ ე დების დეპარტამენტმა უზრუნველყოს შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ბ) კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
გ) კერძო აღმასრულებლების წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მონაცემთა ბანკის შექმნა;
დ) სანოტარო ბიუროთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოება.“.
2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ბ.ა“ქვეპუნქტისა და „ზ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ.ა“ქვეპუნქტი და „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივნისიდან.
მ . სააკაშვილი