„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016292
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №78

2012 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 220 ბრძანებით (სსმ III, 2008წ., № 143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს და გადაწყვეტილებებს;“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს „თ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ3“ ქვეპუნქტი:

„თ3) გამარტივებული წარმოების სამსახური;“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პირის მიმართვის საფუძველზე შეფასების მომსახურებას;“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ საქმეთა სპეციალური სამსახური, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან/და გირავნობით, უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა იძულებით აღსრულებას;

ბ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან აღსასრულებელ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა იძულებით აღსრულებას;

გ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტიდან აღსასრულებელ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა იძულებით აღსრულებას;

დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.“;

გ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

,,14. გამარტივებული წარმოების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოთხოვნებთან დაკავშირებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების განხორციელებას;

ბ) გამარტივებული წარმოებიდან გამომდინარე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადებას;

გ) აპლიკანტის განცხადების და თანდართული დოკუმენტების შესწავლას, ხარვეზის დადგენას, განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნებას, რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარებას, მორიგების პირობების დასამტკიცებლად შესაბამისი მასალების მომზადებას, მორიგების შესრულების მონიტორინგს, ანგარიშსწორების განხორციელებას;

დ) გამარტივებული წარმოებისას რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებაზე ყადაღის დადებას და ყადაღის გაუქმებას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით;

ე) გამარტივებული წარმოების მხარეთათვის უფლებათა განმარტებას და მორიგების ხელშეწყობას;

ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევას;

ზ) გამარტივებული წარმოებიდან გამომდინარე სხვა ფუნქციების განხორციელებას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის სხვა დავალებების შესრულებას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.05.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №78. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.016292.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.05.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №78, 17.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016292 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1656287/