შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ

მიღების თარიღი 26.10.2011
ძალაში შესვლა 09.04.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2012
matsne.gov.ge 1,797 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.10.2011 მიღება
09.04.2012 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
„საიდუმლო ინფორმაცია”
ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტები, ნაკეთობები, ნივთიერებები ან ფიზიკური ველები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ საიდუმლოების გრიფი და მოიცავს საიდუმლო ინფორმაციას და რომლებიც, მხარეების სახელმწიფოთა ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე და მათი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოითხოვს არასანქცირებული შეღწევისაგან დაცვას და დასაიდუმლოებულია სათანადო წესით, მათ შორის ისინი, რომლებიც შექმნილია თანამშრომლობის ფარგლებში მხარეების სახელმწიფოთა ორგანიზაციების მიერ ერთობლივად და დასაიდუმლოებულია მხარეების სახელმწიფოთა მოქმედი კანონმდებლობის და ურთიერთშეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე.
მუხლი 1
„ მიმწოდებელი მხარე”
საიდუმლო ინფორმაციის მიმწოდებელი მხარე.
მუხლი 1
„მიმღები მხარე”
მხარე, რომელსაც მიეწოდება საიდუმლო ინფორმაცია.
მუხლი 1
„ორგანიზაცია”
სამინისტრო, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ცენტრალური ორგანო, იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა და რომელიც მონაწილეობს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობაში ან ასრულებს კონტრაქტებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში.
მუხლი 1
,,კომპეტენტური ორგანო”
მხარეების სახელმწიფოთა აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე და განსაზღვრულია ასეთად მე-10 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 1
„საიდუმლო კონტრაქტი”
მხარეების სახელმწიფოთა ორგანიზაციებს შორის დადებული კონტრაქტი, რომლის ფარგლებში ხორციელდება საიდუმლო ინფორმაციის სახელმწიფოთაშორისი გადაცემა ან იქმნება საიდუმლო ინფორმაცია.
მუხლი 1
„მესამე მხარე”
სახელმწიფოთა მთავრობები, რომლებიც წინამდებარე შეთანხმებით არ არიან განსაზღვრულნი როგორც „მხარეები” და ამ სახელმწიფოთა ფიზიკური ან იურიდიული პირები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (4)
საქართველო აზერბაიჯანის რესპუბლიკა
სრულიად საიდუმლო Tam mexfi
საიდუმლო mexfi
შეზღუდული სარგებლობისთვის mexfi

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:GeoDumba; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:42.55pt; margin-bottom:0in; margin-left:42.55pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"GeoDumba","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:70.9pt 73.3pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა (შემდეგში –  მხარეები), ადასტურებენ, რომ წინამდებარე შეთანხმება ზეგავლენას არ მოახდენს ორივე მხარის ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ იმ საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მონაწილეებსაც ისინი წარმოადგენენ და აგრეთვე იმ ფაქტს, რომ წინამდებარე შეთანხმება არ იქნება გამოყენებული სხვა სახელმწიფოთა ინტერესების, უშიშროებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ეფუძნებიან რა, „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუშიშროების განმტკიცების შესახებ” 1996 წლის                 8 მარტის ხელშეკრულების, აგრეთვე „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ” 1997 წლის             18 თებერვლის დეკლარაციის დებულებებს, ხელმძღვანელობენ რა, მხარეების სახელმწიფოებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების სურვილით, აცნობიერებენ რა, რომ ეფექტიანი თანამშრომლობისათვის აუცილებელია მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა, სურთ რა, დაამკვიდრონ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისა და ორმხრივად დაცვის წესები, რომლებიც გავრცელდება მხარეებსა და ორგანიზაციებს შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის შესახებ ყველა შეთანხმებასა და კონტრაქტზე, რომლებიც ითვალისწინებენ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ტერმინთა განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის მოცემული ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობებით: 1. „საიდუმლო ინფორმაცია” – ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტები, ნაკეთობები, ნივთიერებები ან ფიზიკური ველები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ საიდუმლოების გრიფი და მოიცავს საიდუმლო ინფორმაციას და რომლებიც, მხარეების სახელმწიფოთა ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე და მათი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოითხოვს არასანქცირებული შეღწევისაგან დაცვას და დასაიდუმლოებულია სათანადო წესით, მათ შორის ისინი, რომლებიც შექმნილია თანამშრომლობის ფარგლებში მხარეების სახელმწიფოთა ორგანიზაციების მიერ ერთობლივად და დასაიდუმლოებულია მხარეების სახელმწიფოთა მოქმედი კანონმდებლობის და ურთიერთშეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე. 2. „ მიმწოდებელი მხარე” – საიდუმლო ინფორმაციის მიმწოდებელი მხარე. 3. „მიმღები მხარე” – მხარე, რომელსაც მიეწოდება საიდუმლო ინფორმაცია. 4. „ორგანიზაცია” – სამინისტრო, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ცენტრალური ორგანო, იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა და რომელიც მონაწილეობს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობაში ან ასრულებს კონტრაქტებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში. 5. ,,კომპეტენტური ორგანო” – მხარეების სახელმწიფოთა აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე და განსაზღვრულია ასეთად მე-10 მუხლის შესაბამისად. 6. „საიდუმლო კონტრაქტი” – მხარეების სახელმწიფოთა ორგანიზაციებს შორის დადებული კონტრაქტი, რომლის ფარგლებში ხორციელდება საიდუმლო ინფორმაციის სახელმწიფოთაშორისი გადაცემა ან იქმნება საიდუმლო ინფორმაცია. 7. „მესამე მხარე” – სახელმწიფოთა მთავრობები, რომლებიც წინამდებარე შეთანხმებით არ არიან განსაზღვრულნი როგორც „მხარეები” და ამ სახელმწიფოთა ფიზიკური ან იურიდიული პირები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები და საერთაშორისო ორგანიზაციები. მუხლი 2🔗 საიდუმლოობის ხარისხები 1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლას დაქვემდებარებული საიდუმლო ინფორმაციის ხარისხები განისაზღვრება ქვემოთ მოცემული საიდუმლოების გრიფების ეკვივალენტობის ცხრილის შესაბამისად: საქართველო აზერბაიჯანის რესპუბლიკა ეკვივალენტი რუსულ ენაზე სრულიად საიდუმლო Tam mexfi СОВЕРШЕННО СЕКРЕТНО საიდუმლო mexfi СЕКРЕТНО შეზღუდული სარგებლობისთვის mexfi ДЛЯ ОРГАНИЧЕННОГО ПОЛЬЗОВАНИЯ 2.  საქართველოს საიდუმლო ინფორმაცია, აღნიშნული გრიფით „შეზღუდული სარგებლობისთვის”, უნდა იქნეს დაცული აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, როგორც საიდუმლო ინფორმაცია, აღნიშნული გრიფით „mexfi”. 3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საიდუმლო ინფორმაცია, აღნიშნული გრიფით „mexfi”, უნდა იქნეს დაცული საქართველოში, როგორც საიდუმლო ინფორმაცია, აღნიშნული გრიფით „საიდუმლო” (,,Секретно ”). მუხლი 3🔗 საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ზომები 1. წინამდებარე შეთანხმებისა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეების მიერ მიიღება ყველა აუცილებელი ზომა მიწოდებული ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვისათვის. ასეთი საიდუმლო ინფორმაციის მიმართ მხარეები უზრუნველყოფენ ისეთივე დაცვას, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე საკუთარი საიდუმლო ინფორმაციის დაცვისათვის. 2. მიმღები მხარე ვალდებულია მიღებული ინფორმაცია და გამოყენების შემდეგ არქივში არსებული საიდუმლო ინფორმაცია არ გადასცეს მესამე მხარეს მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. საიდუმლო ინფორმაცია გამოყენებულ ი უნდა იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნითაც იქნა ის მიღებული. 3. საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლება ენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი დაშვება და რომლებსაც ეს ესაჭიროებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. 4. საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხარეები უზრუნველყოფენ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესების აუცილებელი შემოწმების ჩატარებას. მუხლი 4🔗 საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება 1. როდესაც მიმწოდებელი მხარე აპირებს საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას მიმღები მხარის ორგანიზაციისათვის ან ავალებს ამის განხორციელებას თავის ორგანიზაციას, იგი წინასწარ უგზავნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნას, რათა მიიღოს დასტური იმის შესახებ, რომ მიმღები მხარის აღნიშნულ ორგანიზაციას გააჩნია შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის ნებართვა და ფლობს საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფისათვის სათანადო შესაძლებლობებს. 2. მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს, რომ მიმღები მხარის ორგანიზაცია მოეპყროს მეორე მხარის საიდუმლო ინფორმაციას ისევე, როგორც საკუთარი სახელმწიფოს შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციას. 3. საიდუმლო კონტრაქტის განხორციელებისას საიდუმლო ინფორმაციის დაცვის კონკრეტული მახასიათებლები განისაზღვრება მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების მიერ საიდუმლო კონტრაქტის ცალკეული დანართებით. 4. კონკრეტულ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვებისა და მისი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მხარეების მიერ მიიღება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. როგორც წესი, საიდუმლო ინფორმაცია მიეწოდება ერთი სახელმწიფოდან მეორეში დიპლომატიური ან სამხედრო კურიერების მეშვეობით. მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანო ადასტურებს საიდუმლო ინფორმაციის მიღებას და უზრუნველყოფს მის მიწოდებას საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის შიდასახელმწიფოებრივი წესების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელ და მიმღებ მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება ელექტრონული კავშირების მეშვეობით, აღნიშნული არხები დაცული უნდა იყოს გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შესაბამისი დაცულობის დონით, რომელიც დადასტურებულია მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების მიერ. 6. მოლაპარაკებისამებრ, კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ გამოიყენონ საიდუმლო ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებები, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციის დამუშავებისა და მიწოდების ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მუხლი 5🔗 საიდუმლოების გრიფის მინიჭება და შეცვლა 1. მიმღები მხარე მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას ანიჭებს საიდუმლოების გრიფს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად. 2. მიმწოდებელი მხარის საიდუმლო ინფორმაციის ასლებსა და თარგმანებს ენიჭება ისეთივე საიდუმლოების გრიფი, როგორიც ენიჭება ორიგინალებს. 3. საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც იქმნება მიმღები მხარის სახელმწიფოში მიმწოდებელი მხარის მიერ გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე, ენიჭება მიწოდებული საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოების გრიფის არანაკლები საიდუმლოების გრიფი. 4. მიმღებ მხარეს შეუძლია შეცვალოს ან მოხსნას მიწოდებული საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოების გრიფი მხოლოდ მიმწოდებელი მხარის წერილობითი თანხმობის შემდეგ. მუხლი 6🔗 თარგმნა, რეპროდუქცია და განადგურება 1. საიდუმლო დოკუმენტაციის ყველა თარგმანი უნდა შესრულდეს იმ პირთა მიერ, რომელთაც აქვთ შესაბამის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება. 2. საიდუმლო ინფორმაციის ყველა თარგმანს, რეპროდუქციას ან ასლს უნდა მიენიჭოს ისეთივე საიდუმლოების გრიფი და იყოს ისევე დაცული, როგორც ორიგინალი. 3. საიდუმლო ინფორმაციის დაბრუნება, შენახვა, არქივში გადატანა ან განადგურება უნდა მოხდეს მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. განადგურებამდე მიმღებმა მხარემ უნდა აცნობოს (შეატყობინოს) ამის შესახებ მიმწოდებელ მხარეს. 4. tam mexfi/სრულიად საიდუმლო (СОВЕРШЕННО СЕКРЕТНО ) საიდუმლოების გრიფის მქონე ინფორმაცია არ ექვემდებარება განადგურებას და მას შემდეგ, რაც აღარ იქნება მიჩნეული საჭიროდ, იგი უნდა დაუბრუნდეს მიმწოდებელ მხარეს. 5. კრიზისული სიტუაციების არსებობის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გადაცემული ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა და დაბრუნება, საიდუმლო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს, რის შესახებაც მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მიმწოდებელ მხარეს. მუხლი 7🔗 ვიზიტები 1. თანამდებობის პირებს (შემდგომში _ ვიზიტორები), რომლებიც მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ვიზიტს, ენიჭებათ შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლება და იმ ობიექტებზე დაშვება, სადაც ინახება და გამოიყენება საიდუმლო ინფორმაცია, მხოლოდ მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოს წინასწარი წერილობითი ნებართვის არსებობის შემთხვევაში. ნებართვა გაიცემა იმ პირებზე, რომლებსაც თავის სახელმწიფოში სათანადო შემოწმების შემდეგ მიენიჭათ საიდუმლო ინფორმაციაზე შესაბამისი დაშვება. 2. ვიზიტზე მოთხოვნა ეგზავნება მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოს ვიზიტისათვის გათვალისწინებულ თარიღამდე 25 დღით ადრე. 3. ვიზიტზე მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ვიზიტორის შესახებ შემდეგ მონაცემებს: ა) სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, პასპორტის ნომერი; ბ)  მოქალაქეობა; გ) თანამდებობა და იმ ორგანიზაციის დასახელება, რომელსაც იგი წარმოადგენს; დ) შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების არსებობა; ე)  ვიზიტის მიზანი და სავარაუდო თარიღი; ვ) იმ ორგანიზაციებისა და ობიექტების დასახელება, რომელთა მონახულებასთან დაკავშირებითაც გაკეთდა მოთხოვნა; ზ) თუ ცნობილია, იმ დაწესებულების პირთა სახელები და გვარები, რომლებთანაც შეხვედრებს გეგმავს ვიზიტორი. აღნიშნული ინფორმაცია არ ექვემდებარება გამჟღავნებას. მუხლი 8🔗 მხარეების მოქმედება საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესების დარღვევის შემთხვევაში გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დაკარგვისა და გამჟღავნების ყველა შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმწოდებელ მხარეს. ამ შემთხვევების გამოძიებას აწარმოებენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და იხილავენ იმ მხარის სახელმწიფოს სასამართლოები, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ზომების დარღვევას, ხოლო დამნაშავე პირები მიეცემიან პასუხისგებაში ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მეორე მხარე აღმოუჩენს დახმარებას გამოძიების ჩატარებაში და მას ეცნობება გამოძიების შედეგები. მუხლი 9🔗 ხარჯები საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე ერთი მხარის მიერ გაწეული დანახარჯები არ ანაზღაურდება მეორე მხარის მიერ. მუხლი 10🔗 კომპეტენტური ორგანოები წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოებია: საქართველოს მხრიდან _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან _ ეროვნული უშიშროების სამინისტრო . მუხლი 11🔗 დავების გადაწყვეტა წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისა და გამოყენებისას წარმოშობილი დავა გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 12🔗 კონსულტაციები 1. წინამდებარე შეთანხმების შესრულების დროს მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით მხარეების წარმომადგენლები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში აწარმოებენ კონსულტაციებს და ეცნობიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესებს. 2. თითოეული მხარე ნებას რთავს მეორე მხარის წარმომადგენლებს, განახორციელონ ვიზიტები მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მეთოდებისა და საშუალებების განსახილველად. მუხლი 13🔗 ცვლილებები და დამატებები მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, გაფორმებული ცალკე ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედიან წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად. მუხლი 14🔗 დასკვნითი დებულებები წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ მხარეების მიერ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს აქვს უფლება შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხებით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ. მიუხედავად ამისა, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დაცვა გაგრძელდება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად და აგრეთვე მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. შესრულებულია 2011 წლის 26 ოქტომბერს, ქ. ბაქო ში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეების მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის             აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის  სახელით                                    სახელით                            ხელმოწერილია                                     ხელმოწერილია