საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. აცილების შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრება

აცილების თაობაზე სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით.“

2. 199-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „მოსარჩელეს“ შეიცვალოს სიტყვებით „პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე“, ხოლო სიტყვა „მოპასუხისთვის“ –სიტყვებით „მეორე მხარისათვის“.

3. 236-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე“.

4. 250-ე მუხლში სიტყვები „თუ მხარეები არ მოითხოვენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას” შეიცვალოს სიტყვებით „თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე,”.

5. 264-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 367-ე მუხლში სიტყვების „სააპელაციო საჩივარი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად (თუ იგი გათავისუფლებული არ არის ბაჟის გადახდისაგან),“.

7. 369-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.“.

8. 388-ე მუხლში სიტყვები „საქმის განხილვის შემდეგ” შეიცვალოს სიტყვებით „გადაწყვეტილების (განჩინების) ძალაში შესვლის შემდეგ“; ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ასლთან ერთად“, ხოლო სიტყვები „გადაწყვეტილების (განჩინების)“ შეიცვალოს სიტყვებით „გადაწყვეტილებასთან (განჩინებასთან)“.

9. 395-ე მუხლში სიტყვის „საჩივარი” შემდეგ დაემატოს სიტყვები „გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად (თუ იგი გათავისუფლებული არ არის ბაჟის გადახდისაგან),“.

10. 397-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.“.

11. 414-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

12. 417-ე მუხლის სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პირველი ინსტანციის“.

13. 419-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.“.

14. 429-ე მუხლს ბოლოში დაემატოს სიტყვები „რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით“.

15. 430-ე მუხლის მე-2 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „რაც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 სექტემბერი.

№2398-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16576/