საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 17.02.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1301 მუხლი:
„მუხლი 1301
1. საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა.
2. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა ეძღვნება კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს/ფაქტს. მას აქვს სიმბოლური დატვირთვა და საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე არ ვრცელდება ამ რეგლამენტით დადგენილი ზოგადი ნორმები, გარდა სხდომის თავმჯდომარისთვის სხდომის წარმართვისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა იმართება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან/ფაქტთან დაკავშირებით და შემდეგ იხურება.
3. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომას, როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს საზეიმო/საიუბილეო სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს.
4. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალური სტუმრები.
5. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს პარლამენტის ბიურო, ხოლო რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2012 წლის 22 მაისი.
№6236-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6236-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016006.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №6236-Iს, 22.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1658081/