შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 15.12.2011
ძალაში შესვლა 22.04.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/05/2012
matsne.gov.ge 2,103 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2011 მიღება
22.04.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:81.0pt 1.0in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt .75in;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt .75in;} div.Section3 {page:Section3;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობა, წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, არიან რა წინამდებარე შეთანხმების მხარეები, თავიანთ ქვეყნებს შორის მეგობრული და მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე და სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დამყარების სურვილით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განსაზღვრებები წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: „კატასტროფა ან მძიმე უბედური შემთხვევა” ნიშნავს ექსტრაორდინალური მასშტაბების მოვლენას, რომელსაც უკვე აქვს ადგილი ან რომელიც გარდაუვალია და, ამასთან, შეზღუდულია დროსა და სივრცეში და არ ექვემდებარება ნაწილობრივ ან სრულ კონტროლს, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური დაწესებულებების ფუნქციონირების, დამანგრეველი ბუნებრივი ძალების, ან სახიფათო მასალებთან მოპყრობის ან მათი ტრანსპორტირების შედაგად და რომელმაც შეიძლება შეუქმნას საფრთხე ადამიანების და ცხოველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, წარმოშვას საფრთხე საკუთრებისა და გარემოს წინაშე, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სახის დანაკარგები ან ეკოლოგიური ზარალი და ამასთან, აშკარად აღემატება წინამდებარე შეთანხმების მონაწილე დაზარალებული მხარის შესაძლებლობებს, რომ მარტო გაუმკლავდეს აღნიშნულ მოვლენას; „მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო” ნიშნავს შეთანხმების მონაწილე მხარეს, რომლის კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის „A” პუნქტით, მოითხოვენ შეთანხმების მონაწილე მეორე მხარისაგან დახმარებას; „დახმარების მიმწოდებელი სახელმწიფო” ნიშნავს შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს, რომლის კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის „A” პუნქტით, სთავაზობენ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს დახმარებას; „აღჭურვილობა” ნიშნავს მოცემული დავალებისათვის საჭირო მასალებს, განსაკუთრებით ტექნიკური სახის მოწყობილობებს, სატრანსპორტო საშუალებებს და სამაშველო ძაღლებს, აგრეთვე, პირადი საჭიროებისათვის გამოსაყენებელ ნივთებს; „დახმარების საგნები” ნიშნავს საგნებს, რომლებიც განკუთვნილია მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობისათვის უფასოდ მიწოდებისათვის; „ჩართვის რაზმები” ნიშნავს სპეციალურად მომზადებულ სამხედრო და არასამხედრო დანაყოფებს, რომლებიც აღჭურვილია იმ სათანადო აღჭურვილობითა და დახმარების საგნებით, რომლებიც განსაზღვრულია დახმარების მიმწოდებელი სახელმწიფოს მიერ; „სამაშველო დავალებებისათვის წარგზავნილი პირები” ნიშნავს ერთ ან მეტ პირს, რომლებიც აღჭურვილნი არიან იმ სათანადო აღჭურვილობითა და დახმარების საგნებით, რომლებიც განსაზღვრულია დახმარების მიმწოდებელი სახელმწიფოს მიერ. მუხლი 2🔗 თანამშრომლობის საგანი შეთანხმების მონაწილე მხარეები იღებენ ვალდებულებას დაამყარონ უწყვეტი თანამშრომლობა სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ყველა სახის კატასტროფასა და მძიმე უბედურ შემთხვევაზე რეაგირების მიზნით და გააღრმავონ ეს თანამშრომლობა სათანადო საშუალებებით ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში და ორივე მხარის საჭიროებებიდან გამომდინარე. მუხლი 3🔗 თანამშრომლობის ფორმები მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: A. ინფორმაციის გაცვლა ორივე ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ტექნიკური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ასპექტების ორგანიზებასა და განვითარებასთან დაკავშირებით; B. მუდმივი სამეცნიერო სახის საველე სწავლებათა ერთობლივად მომზადება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს: 1. პოტენციური კატასტროფებისა და მძიმე უბედური შემთხვევების დადგენა ორივე ქვეყანაში; 2. კატასტროფების დაძლევის საუკეთესო საშუალებათა ცოდნა და დადგენა; 3. კატასტროფების სახეობების და ფარგლების დადგენა, რაც საჭიროებს დახმარებისა და ჩარევის შესახებ მოთხოვნას; 4. საგანგებო სიტუაციების შემთხვევში ორივე მხარეს შორის საკონტაქტო საშუალებების და დახმარებისა და ინფორმაციის მოთხოვნის მექანიზმის დადგენა; 5. ჩართვის რაზმების, აღჭურვილობისა და დახმარების საგნების ტრანსპორტირების საშუალებათა დადგენა, შეთანხმების მონაწილე მხარეთა შორის საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში; C. ორივე ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის პერსონალისათვის ტრენინგების საჭირო საველე ნაგებობების უზრუნველყოფა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების სფეროში, მათ შორის, ტრენინგ კურსებზე დასწრება ორივე ქვეყანაში და მომზადებული გეგმების ფარგლებში ტრენინგ კურსების ერთობლივად მომზადება; D. შეთანხმების მონაწილე მხარეთა ექსპერტების გაცვლა სამოქალაქო თავდაცვის ყველა სფეროში არსებული ხელმისაწდომი გამოცდილებიდან საუკეთესო სარგებლის მიღების მიზნით; E. ორივე ქვეყანაში ერთიანი მედიაპროგრამების მომზადება კატასტროფებზე მზადყოფნისათვის და მათ პრევენციაზე მოქალაქეებისათვის ცოდნის გაღრმავება; F. შეთანხმების მონაწილე მხარეებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობა სამოქალაქო თავდაცვის კონფერენციებზე მონაწილეობისა და დასწრების დროს. მუხლი 4🔗 კომპეტენტური ორგანოები A. გარდა დიპლომატიური არხებისა, დახმარება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს, ასევე, ამ შეთანხმების ფარგლებში სხვა სახის თანამშრომლობა შესაძლებელია შეთანხმებულ იქნეს შემდეგი კომპეტენტური ორგანოების მიერ: _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; _ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი. B. შეთანხმების მონაწილე ორივე მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით დაასახელებს ამ მუხლის „A” პუნქტით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოთა მისამართებსა და სატელეკომუნიკაციო კავშირებს, ასევე, მათ საკონტაქტო პუნქტებს. საკონტაქტო პუნქტები 24 -საათიან სამუშაო რეჟიმში იქნებიან ხელმისაწვდომნი. C. წინამდებარე შეთანხმების შესრულებისას ამ მუხლის „A” პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან დაუყოვნებლივ დაამყარონ უშუალო კონტაქტი. D. წინამდებარე შეთანხმების მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ამ მუხლის „A” პუნქტით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოთა კომპეტენციასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ. მუხლი 5🔗 დახმარების სახეები და ფარგლები A. ეროვნული ურთიერთპატივისცემისა და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის საფუძველზე, კატასტროფებისა და მძიმე უბედური შემთხვევების დროს მხარეები უზრუნველყოფენ ერთმანეთს ნებაყოფლობითი დახმარებით დაზარალებული ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე. B. შეთანხმების მონაწილე ორივე მხარეს უფლება აქვს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს გაუწიოს ან არ გაუწიოს დახმარება მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიწაზე არსებული პოტენციური რისკისა და მიმდინარე ოპერაციების გათვალისწინებით, ასევე, ჩართვის რაზმების მზაობიდან გამომდინარე. დახმარების მიმწოდებელი მხარე ვალდებულია შესაძლო უმოკლეს ვადაში აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს საჭირო დახმარების სახეობისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის შესახებ. C. დახმარება შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს ჩართვის რაზმების გაგზავნით, სამაშველო დავალებისათვის პირთა გაგზავნით, დახმარების საგნებისა და დახმარების იმ სხვა სათანადო საშუალებათა გაგზავნით, რომლებიც შეთანხმებული იქნება წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის „A” პუნქტით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოთა შორის. D. მოთხოვნის შედგენისას მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური ორგანო ვალდებულია გამოიყენოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ენა ან ინგლისური ენა. მოთხოვნა უნდა მოიცავდეს კატასტროფის სახეობას და მოთხოვნილი საჭიროებების მითითებას. E. ჩართვის რაზმები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლისას, ატომური და ქიმიური საფრთხეების, მძიმე უბედური შემთხვევების დროს, სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის, სამაშველო ოპერაციების ან სხვა კონტრზომების გატარების მიზნით. F. ჩართვის რაზმებისა და სამაშველო დავალებისათვის წარგზავნილ პირთა ტრანსპორტირება, ასევე, აღჭურვილობისა და დამხარების საგანთა ტრანსპორტირება შესაძლებელია განხორციელდეს სახმელეთო, საჰაერო ან საზღვაო საშუალებებით. მუხლი 6🔗 საზღვრის გადაკვეთა და დროებითი ყოფნა A. სწრაფი დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შეთანხმების მონაწილე მხარეები ოფიციალურად შეუწყობენ ხელს დახმარების მიმწოდებელი სახელმწიფოს წარგზავნილ პირთა მიერ საზღვრის გადაკვეთას და აღჭურვილობის საზღვარზე გადატანას და მათ უკან დაბრუნებას უცხოელთა მიერ საზღვრის გადაკვეთისა და უკან დაბრუნების საბაჟო პროცედურების საკითხებზე შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით. B. ჩართვის რაზმის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს მოქმედი პასპორტი. რაზმის მეთაურს მოეთხოვება წარადგინოს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ენაზე ან ინგლისურ ენაზე შედგენილი ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მისი თანამდებობა და მისია, ასევე, წარადგინოს რაზმის წევრთა ჩამონათვალი გვარ-სახელის მითითებით. C. ჩართვის რაზმის წევრებს შეუძლიათ ატარონ უნიფორმა მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუკი ეს ფორმა წარმოადგენს მათი რეგულარული აღჭურვილობის ნაწილს. შეთავაზების წარმდგენი სახელმწიფოს ჩართვის რაზმი უფლებამოსილია გამოიყენოს საკუთარი გამაფრთხილებელი ნიშნები და სიგნალები საკუთარ ავტოტრანსპორტზე. მუხლი 7🔗 აღჭურვილობის და დახმარების საგნების საზღვარზე გადატანა A. შეთანხმების მონაწილე მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ აღჭურვილობისა და დახმარების საგნების საზღვარზე გადატანის პროცესს. B. ჩართვის რაზმის მეთაური მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს სასაზღვრო კონტროლის ორგანოებს წარუდგენს საზღვარზე გადასატანი აღჭურვილობისა და დახმარების საგნების ჩამონათვალს, რომელიც შედგენილია მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ენაზე ან ინგლისურ ენაზე. C. ჩართვის რაზმის წევრებს ან სამაშველო დავალებისათვის წარგზავნილ პირებს უფლება არ ეძლევათ გადაიტანონ რაიმე სხვა საგანი, გარდა აღჭურვილობისა და დახმარების საგნებისა, ასევე, ატარონ იარაღი და ტყვია-წამალი მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. D. აღჭურვილობა და დახმარების საგნები, რომლებიც არ გამოიყენება ან დამტვრეულია, რეექსპორტირებულა უნდა იქნეს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მიერ. დარჩენილი აღჭურვილობა და დახმარების საგნები დადგენილი უნდა იქნეს მათი სახეობების, ოდენობისა და ადგილის მიხედვით და ეცნობოს წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის A პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს კომპეტენტური საბაჟო ორგანოსათვის შემდგომი შეტყობინების მიზნით. E. ამ მუხლის წინამორბედი პუნქტების დებულებები გამოყენებული იქნება, ასევე, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმპორტირებული ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ და დახმარების მიმწოდებელი მხარის რეექსპორტირებული გამოუყენებელი ნაწილის მიმართ. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადატანა შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული სამედიცინო საჭიროებების მიხედვით და მისი ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალის მიერ იმ სამართლებრივი რეგულირების მექანიზმთან შესაბამისობით, რომლის საფუძველზეც იქნა გაგზავნილი ჩართვის რაზმი ან სამაშველო დავალებისათვის წარგზავნილი პირი. მუხლი 8🔗 საჰაერო ხომალდის გამოყენება A. საჰაერო ხომალდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დახმარების ოპერაციებში, კერძოდ, დახმარების სწრაფი დისლოცირების მიზნით. მოთხოვნის წარმდგენი მხარე ვალდებულია აცნობოს დახმარების მიმწოდებელ მხარეს საჰაერო ხომალდის გამოყენების საჭიროების შესახებ. საჰაერო ხომლადის გამოყენებაზე დასტურის მიღების შემდეგ, დახმარების მიმწოდებელმა მხარემ უნდა მიაწოდოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს დეტალური ინფორმაცია საჰაერო ხომალდის სახეობის, სარეგისტრაციო ნომრის, მისი ეკიპაჟის, ტვირთის, გამგზავრების დროის, გამიზნული მარშრუტისა და დაშვების ადგილის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნის წარმდგენი მხარის მხრიდან ადგილი არ ექნება რაიმე საფასურის გადახდას. B. საჰაერო მოძრაობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ორივე მხარისათვის რჩება იმ ძალით, როგორითაც მოქმედებს, განსაკუთრებით, სათანადო ორგანოებში საჰაერო მგზავრობის შესახებ ინფორმაციის გადაცემასთან მიმართებაში. მუხლი 9🔗 კოორდინაცია და მართვა A. სამაშველო და დახმარების ოპერაციების კოორდინაცია და მართვა ექსკლუზიურად წარმოადგენს მოთხოვნის წარმდგენი მხარის კომპეტენტური ორგანოს პასუხისმგებლობას. დახმარების მიმწოდებელი სახელმწიფოს ჩართვის რაზმებზე ბრძანებას გასცემენ უშუალოდ რაზმის მეთაურები, რომლებიც, შესაბამისად, თავადვე წყვეტენ, თუ როგორ უნდა შესრულდეს ის და თავადვე აძლევენ საკუთარ რაზმს ინსტრუქციებს. B. მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დახმარების მიმწოდებელი მხარის ჩართვის რაზმების და სამაშველო დავალებებისათვის წარგზავნილი პირების დახმარებასა და დაცვას. მუხლი 10🔗 ოპერაციათა ხარჯები A. გარდა ამ მუხლის „C” პუნქტში მითითებულისა, დახმარების მიმწოდებელი მხარე საკუთარ თავზე აიღებს დახმარების ყველა ხარჯს მოთხოვნის წარმდგენი მხარისადმი ჩართვის რაზმებისა და აღჭურვილობის გაგზავნისა და მისიის დასრულების შემდეგ მათი უკან ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით. დახმარების მიმწოდებელი მხარე არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს მოთხოვნის წარმდგენ მხარეს დახმარების ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნული, ასევე, ვრცელდება იმ ხარჯებზე, რომელიც წარმოიშობა აღჭურვილობის გამოყენების, დაზიანებისა თუ დაკარგვის შედეგად. B. ამ მუხლის „A” პუნქტი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ დახმარების აღნიშნული ხარჯები სრულად ან ნაწილობრივ იფარება მოთხოვნის წარმდგენი მხარის ან დონორთა მიერ. უპირატესობა ენიჭება დახმარების მიმწოდებელი მხარის მიერ ანაზღაურებას. C. ოპერაციების დროს მოთხოვნის წარმდგენი მხარე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ლოგისტიკურ მხარდაჭერასა და საჭირო სამედიცინო დამხარებას დახმარების მიმწოდებელი მხარის ჩართვის რაზმებისა და სამაშველო დავალებებისათვის წარგზავნილი პირების მიმართ. მუხლი 11🔗 ზარალი და კომპენსაცია A. მოთხოვნის წარმდგენი მხარე პასუხისმგებელია მესამე პირთა მიმართ რაიმე ზიანის მიყენებისათვის, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნეს ჩართვის რაზმის რომელიმე წევრის მხრიდან გაუფრთხილებელი მოქმედებით მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ოპერაციების განხორციელების დროს. აღნიშნული ვრცელდება მათზე, როგორც ადგილობრივ რაზმებზე და ამ უკანასკნელთ უფლება არ აქვთ მოითხოვონ კომპენსაცია. B. დახმარების მიმწოდებელი მხარე პასუხისმგებელია ოპერაციების დროს ჩართვის რაზმის წევრებისა და სამაშველო დავალებებისათვის წარგზავნილი პირების მიმართ რაიმე ზიანის გამო მოთხოვნის წარმდგენი მხარისადმი დაბრუნების უფლების გარეშე. მუხლი 12🔗 ტელეკომუნიკაციები წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის „A” პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას კომპეტენტურ ორგანოებსა და შემთხვევის ადგილზე მყოფ ჩართვის რაზმებს შორის საიმედო კავშირის დამყარების მიზნით. მუხლი 13🔗 დახმარების ოპერაციების დასრულება ჩართვის რაზმებმა და სამაშველო დავალებებისათვის წარგზავნილმა პირებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ოპერაციები მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნის ან თავიანთი ამოცანების დასრულების შემთხვევაში. ამის შემდეგ, ჩართვის ყველა რაზმი და სამაშველო დავალებებისათვის წარგზავნილი ყველა პირი დაუყოვნებლივ დატოვებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიას. მუხლი 14🔗 ტრენინგისა და ვიზიტის ხარჯები A. ექსპერტებისა და ვიზიტორების წარმგზავნი მხარე საკუთარ თავზე იღებს მათი დანიშნულების ადგილზე გამგზავრებისა და უკან გამომგზავრების ხარჯებს. მასპინძელი მხარე საკუთარ თავზე იღებს მათი დაბინავებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. B. მონაწილეებისა და ტრეინერების წარმგზავნი მხარე საკუთარ თავზე იღებს მათი დანიშნულების ადგილზე გამგზავრებისა და უკან გამომგზავრების ხარჯებს და მასპინძელი მხარე საკუთარ თავზე იღებს მათი განთავსების, დაბინავების, სამედიცინო დახმარებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს ტრენინგების განმავლობაში. მუხლი 15🔗 საერთო კომიტეტი A. წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის „A” პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოები შექმნიან სამოქალაქო თავდაცვის საერთო კომიტეტს, რომელიც შეასრულებს შემდეგ მოვალეობებს: 1. შეთანხმების იმპლემენტაცია წინამდებარე შეთანხმების მონაწილე მხარეთა შორის თანამშრომლობის პროგრამების ფაზების დადგენითა და მომზადებით და მათ გაგრძელებასა და განვითარებაზე მუშაობით. 2. მხარეთა სამომავლო სურვილების გათვალისწინებით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება წინამდებარე შეთანხმების სრულყოფის მიზნით და ამ რეკომენდაციების კომპეტენტური ორგანოებისათვის წარდგენა მათი განხორციელებისათვის სათანადო პროცედურების გატარების მიზნით. B. აღნიშნული კომიტეტი შეიკრიბება მონაცვლეობით, წელიწადში ერთხელ ან საჭიროების მიხედვით. კომიტეტს ხელმძღვანელობს მასპინძელი ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი. მუხლი 16🔗 დავების მოგვარება წინამდებარე შეთანხმების მონაწილე მხარეები ვალდებულებას იღებენ მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება ამ შეთანხმების მე-4 მუხლის „A” პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით ან დიპლომატიური არხების გზით. მუხლი 17🔗 სხვა შეთანხმებები წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესრულება არ არღვევს რომელიმე ორმხრივ თუ მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებას და არ ეწინააღმდეგება მხარეთა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და სუვერენიტეტის პრინციპებს. მუხლი 18🔗 ცვლილებები და დამატებები მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე ოქმის სახით და წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება. ხსენებული ოქმი ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. მუხლი 19🔗 დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. 2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის შემდეგ. 3. წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხების გზით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. შესრულებულია ქ. ამანში 2011 წლის 15 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით ივანე მერაბიშვილი                                                             შინაგან საქმეთა მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობის სახელით მოჰამმად სულიმან ალ-როუდი შინაგან საქმეთა მინისტრი