საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ (1961)

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.10) 79-ე მუხლის:

1. პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით ანდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან ჯარიმით ათასიდან სამი ათას ლარამდე.“;

2. ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლის პირველ ნაწილში დიდ ოდენობად ითვლება საქონელზე საბაჟო გადასახდელის გადაუხდელი თანხა, რომელიც აჭარბებს 1500 ლარს.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 სექტემბერი.

№2401-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ (1961)“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ (1961)“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ (1961)“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ (1961)“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16588/