„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №18 5
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) დამტკიცებულ „ტყითსარგებლობის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 44 -ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ვალდებულია, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან.“.
2. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით სააგენტოს ანგარიშზე.“.
3. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტყითსარგებლობის ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №185. სარეგისტრაციო კოდი — 390050010.10.003.016858.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №185, 24.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016858 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659196/