1. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო არის აკრედიტაციის ცენტრის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება დაინტერესებული მხარეებისგან თანასწორობის საფუძველზე და მონაწილეობს აკრედიტაციის სისტემის პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში.
2. აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 100. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო 1. აკრედიტაციის ეროვნული საბჭო არის სხვადასხვა დაინტერესებული მხარისაგან პარიტეტულ საწყისებზე შემდგარი, აკრედიტაციის ცენტრის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება დაინტერესებული მხარეებისგან თანასწორობის საფუძველზე და მონაწილეობს აკრედიტაციის სფისტერომის პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში. 2. აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 100, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-100/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია