მუხლი 65. პირის მიერ საქმიანობის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ან/და ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე განხორციელება
თავი XV — პასუხისმგებლობა
1. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეგისტრაციის გარეშე განხორციელება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.
2. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის 11 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით განხორციელება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო აღნიშნული დარღვევის განმეორება – პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. პირის მიერ საქმიანობის ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აღიარების გარეშე განხორციელება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021
მთავარი მონაცემები
თანხა100 ლარის
თანხა500 ლარის
თანხა1 000 ლარის
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.11.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ნ------------“-ის სარჩელი; 2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს 2016 წლის 21 მარტის N007597 საჯარიმო ქვითარი შპს „ნ------------“-ის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 65-ე მუხლის პირველი ნაწილით 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ; 3. ნაწილობრივ ბათილად…
საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“, მუხლი 65, №6155-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016709 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659434/muxli-65/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია