„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6164-Iს
სარეგისტრაციო კოდი
400000000.05.001.016720
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„წყლის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წყლის შესახებ“საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ.123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-17 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აკრძალულია საქართველოს კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსების შესწავლასთან, მოპოვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ნაგებობებისა და მოწყობილობების ზღვაში უნებართვო მშენებლობა და აღმართვა. ამ საქმიანობის ნებართვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემენ სამინისტრო და ს აჯარო ს ამართლის იურიდიული პ ირი−ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

2. 46-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის„ბ“და„გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, „ა“ და„დ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში – სამინისტრო ან ს აჯარო ს ამართლის ი ურიდიული პ ირი –ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო„ე“და„ვ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში−მხოლოდ სამინისტრო.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. წყალამღები სისტემის ან ამ დანიშნულების ნაგებობის ლიკვიდაცია ან კონსერვაცია დასრულებულად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც ს აჯარო ს ამართლის ი ურიდიული პ ირი−ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ხელს მოაწერს სათანადო აქტს.“.

3. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში−საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ს აჯარო ს ამართლის ი ურიდიული პ ირი−ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები და ადგილობრივი თვით მ მართველობის ორგანოები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6164-I