„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აგვისტოს №14-36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
201 2 წლის 25 მაისი
ქ. დმანისი
,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აგვისტოს №14-36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
შეტანილი იქნ ე ს ცვლილება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 აგვისტოს №14-36 დადგენილების (სსმ, 31.08.2011 , სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:010250030.35.156.016066 ) ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ ’’ დანართ №1-ში შემდეგი სახით:
მუხლი1.
1. მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის საკრებულოს სხდომებსა, მის ორგანოთა მუშაობასა და სხვა უფლებამოსილების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება.’’ .
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებ სა, მის ორგანოთა მუშ ა ობა სა და სხვა უფლებამოსილების განხორციელებაში მონაწილეობის მი ღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.’’ .
2. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„დანართი №2
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა
| № | საკრებულოს წევრი | ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებსა, მის ორგანოთა მუშაობასა და სხვა უფლებამოსილების განხორცილებისათვის | ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 320 | 250 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 320 | 200 |
| 4 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე | 320 | 150 |
| 5 | საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 320 | 150 |
| 6 | საკრებულოს სხვა წევრი | 320 | 100 |
შენიშვნა:
ამ მუხლში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად. ”.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივნისიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ . მგელაძე