„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1–1/480 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03
სარეგისტრაციო კოდი
300310000.56.068.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის

ბრძანება№03

2012 წ ლის 28მაისი

ქ. თბილისი

„სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის2008 წლის4 აპრილის№1–1/480 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის2005 წლის 11 აგვისტოს№132 დადგენილების,„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტო№138 დადგენილების,„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტო ს№136 დადგენილების, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის(CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის№21 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1. „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის2008 წლის4 აპრილის №1–1/480 ბრძანებით (სსმ,ვებგვერდი, 53, 08/04/2008, 300.310.000.22.024.011.730)დამტკიცებული სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. პირველი მუხლის „ა ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ა) ლიცენზიის გამცემი– საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რე­სურ­სების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუ­ნებრივი რესურსების სააგენტო(შემდგომში–სააგენტო);”.

 2. ამოღებულ იქნეს მე -2 მუხლის მე -2 პუნქტი .

 3. დებულების მე -2 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით ტარდება ღია ან დახურული აუქციონი. ღია აუქციონი ტარდება ელექტ­რო­ნული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გა­დაწყვე­ტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი. ელექტრონული ფორმით ღია აუქცი­ო­ნი ტარ­დება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობითIV თავით დადგენილი წესით.“

4. დებულების მე -2 მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. დახურული აუქციონის გამართვის თაობაზე, განსაკუთრებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას იღებს და აუქციონს აცხადებს ლიცენზიის გამცემი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.”.

5. მე -3 მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 4. ლიცენზიის გამცემი ორგანო “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში,ხოლო ელექტრონული ფორმით აუქცი­ო­ნის შემთხვევაში სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით.“

6. დებულების მე -3 მუხლის მე -7 - მე -10 პუნქტ ებ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„7. დახურული აუქციონის შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები წარმოდგენილ ი უნდა იქნეს ღიად, ხოლო დალუქული კონვერტით წარმოდ გ ენილი უნდა იყოს კონკრეტული ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასზე ნაკლები.

 8. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი.

9. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ დროსა და საათს ლიცენზიის გამცემ ორგანოში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განცხადება აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე, აუქციონი, გამოცხადებული პირობებითა და სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნებით, გამოცხადებულად ითვლება აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე ლიცენზიის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. ამ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს,ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება იმავე ფორმით, რომლითაც გამოქვეყნებულ იქნა შესაბამისი აუქციონი.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, აუქციონი ტარდება ლიცენზიის გამცემ ორგანოში აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე პირველი განცხადების შემოტანიდან მე-4 სამუშაო დღეს (გარდა იმ შემთხვევისა,თუ პირველი განცხადების შემოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ლიცენზიის გამცემის მიერ სხვა ვადა არ იქნა განსაზღვრული), წინასწარ გამოცხადებულ საათს,ხოლო განცხადებების მიღება მთავრდება აუქციონის ჩატარების წინა სამუშაო დღეს.”.

 7. დებულების მე -4 მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს ბე.ბეს ოდენობა ლიცენზიის გამცემის მიერ განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და იგი არ შეიძლება იყოს ლიცენზიის საწყისი ფასის 10%-ზე ნაკლები.”.

8 . დებულების მე -6 მუხლის :

ა) პირველი პუნქტის„ა.გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) L – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა (ლარებში). ამასთან, სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას L-ის ოდენობა განისაზღვრება„ბუნებრივი რე­სურ­სებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მო­სა­კრებელის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებული მასალებით დგინდება ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფი და შესაბამისი კატეგორია ” ;

) მე -3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგის (გარდა ქვიშა–ხრეშისა, სამეწარმეო (გარდა ჩამოსასხმელი და წყალმომარაგების მიზნისა) დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლისა და იმ სასარგებლო წიაღისეული რესურსების, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება ლიცენზიის გამცემთან, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულის, როგორიცაა: შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთხვევეში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ ლიცენზიის გამცემთან დაცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს არსებულ რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა) აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

 

 

შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვ ს იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს, ხოლო: Q1  – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში განსაზღვრული ბუნებრივი რესურსების მოცულობა, რომელიც ტონებსა და მ3 -ში განისაზღვრება 200 ერთეულით, ხოლო გრამებში, კილოგრამებში, კარატებსა და კ.კალორიებში – 200 000 ერთეულით. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ფორმულით დაანგარიშებული ფასი შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით.”.

„3 1 . იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება ლიცენზიის გამცემთან, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა: შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ ლიცენზიის გამცემთან დაცული ინფორმაცია,სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს არსებულ რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება თითოეულ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასი არ შეიძლება შეადგენდეს 10 000 ლარზე ნაკლებს. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიისათვის განკუთვნილი ფართობი აღემატება ჰექტარის ზუსტ მახასიათებელს, ფართობის მეტობის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება დამატებით 500 ლარის ოდენობით, თუნდაც ეს ფართობი არ იყოს 1 ჰექტრამდე დამრგვალებული.“.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აუქციონის საწყისი ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება ლიცენზიის გამცემის მიერ, ამ მუხლში განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასის შესაბამისად.”.

9. დებულების მე-8 მუხლის მე-2-მე-4, მე-6-მე-7 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დახურულ აუქციონს ორგანიზებას უწევს და ატარებს ლიცენზიის გამცემის შესაბამისი ქვედანაყოფი.

3. ლიცენზიის გამცემი პრეტენდენტების წინადადებებს განიხილავს მათ მიერ შემოთავაზებული ფასიდან გამომდინარე.

4. ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ დღესა და საათზე ლიცენზიის გამცემის მიერ იხსნება კონვერტები.”.

„6. ლიცენზიის გამცემი იხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მათი დასწრების გარეშე, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას ბუნებრივი რესურსების დადგენილი კვოტის განაწილების შესახებ.

7. ლიცენზიის გამცემი გადაწყვეტილებას დახურული აუქციონის შედეგების თაობაზე როგორც წესი,აცხადებს კონვერტ(ებ)ის გახსნის დღეს. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს აღნიშნული გამოაცხადოს კონვერტის გახსნიდან არა უმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.”.

„9. თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული თანხა ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასზე ნაკლებია მის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.”.

10. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ლიცენზიის გამცემთან არ იქნა წარმოდგენილი სააუქციონე მოთხოვნებით განსაზღვრული რაოდენობის განაცხადი აუქციონში მონაწლეობის მიღების თაობაზე;”.

11. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. ანგარიშსწორების წესი

1. აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულმა ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შემოთავაზებულ ფასს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს ცალკეულ ობიექტზე აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის ანგარიშსწორების განსხვავებული წესი.

3. იმ შემთხვევაში,თუ ანგარიშ ს წორების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება მომდევნო პირველი სამუშაო დღის ბოლომდე.

4. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული დაარღვევს ამ მუხლით ან აუქციონის გამოცხადებისას დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი (ვადაგადაცილებული) თანხის 1%-ის ოდენობით, ძირითადი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს, ამავე ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც, რომელთა გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვეულის გამოვლენის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

5. აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) ლიცენზიის გამცემ ორგანოში წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“.

12. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი

„თავი IV

ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის ჩატარების წესი და პირობები

    მუხლი 12. ზოგადი დებულებანი

1. ელექტრონულ (ინტერნეტ) აუქციონს ატარებს ლიცენზიის გადამცემი მისი ვებგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauctio n.ge-ს მეშვეობით.

2. ამ დებულებით გათვალისწინებული ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის მეშვეობით პირს ეძლევა შესაძლებლობა მოიპოვოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია.

3. ელექტრონულ (ინტერნეტ) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ასევე ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი (შემდგომში– მომხმარებელი).

    მუხლი 13. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება

1.ლიცენზიის გამცემი ორგანო, ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ლიცენზიის გამცემი ორგანოს ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauctio n.ge,რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.

2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;

ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;

გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღს და დროს;

დ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების თარიღს და დროს;

ე) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

ვ) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;

ზ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

თ) აუქციონის საწყის ფასს;

ი) ბეს თანხის ოდენობას;

კ) ბიჯის ოდენობას;

ლ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.

    მუხლი 14. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. ელექტრონული აუქციონი ტარდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ ი პირები, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. რეგისტრაციის საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი. ელექტრონულ აუქციონში რეგისტრაცია უთანაბრდება განცხადების მიღებას.

3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება;

4. გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:    

ა) პირი რეგისტრირებული იყოს შესაბამის ვებგვერდზე;

ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) „ინტერნეტ ბანკინგის” საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა.

5. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სარგებლობის ლიცენზიის გაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ლიცენზიისათვის ცალკ-ცალკე.

6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქცონში;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 15. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1.  ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილე ო ბისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.

2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

3. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

4. ელექტრონული აუქციონი იწყება (ტარდება) ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ თარიღსა და დროს.

5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება ის აუქციონში მონაწილე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.

7. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

8. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ლიცენზიის გაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

    მუხლი 16. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1. ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია:

ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან ლიცენზიის გამცემ ორგანოს;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;

დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია:

ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს შესაბამისი ლიცენზია;

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

3. მომხმარებელი ვალდებულია:

ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;

 ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს ის ფულადი თანხა რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე შემოთავაზებულ ფასს.

    მუხლი 17. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა

ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:

ა) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა სარგებლობის ლიცენზიის რეალიზაცია;

ბ) ამ ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

    მუხლი 18. ანგარიშსწორება ელექტრონული აქუციონის შემთხვევაში

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე საბოლოო თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასვე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.

3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის საბოლოო თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ლიცენზიის ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, რის შემდგეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.

6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული დაარღვევს ამ მუხლით ან აუქციონის გამოცხადებისას დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი თანხის 1%–ის ოდენობით, ძირითადი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს, ამავე ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც, რომლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.

7. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.

8. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

    მუხლი 19. დავების გადაწყვეტის წესი

ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა . ხეთაგური