„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2012 წლის 22 მაისი
ქ. წალენჯიხა
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
1.შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 აპრილის №16 დადგენილებაში (სსმ, 02/05/2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016093) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) პირველ მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოციალური სფეროსათვის სხვადასხვა ორგანიზაციული კოდებით (გაჭირვებულ დაბალშემოსავლიანი) და მრავალშვილიან ოჯახთა ერთჯერადი დახმარებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ობოლი (უდედმამო) 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისათვის ფულადი ან არაფულადი სახის სოციალური დახმარებების, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯების, ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები.) განსაზღვრული დაფინანსების მიზნობრივად გაცემას სწავლობს და იხილავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფის კომისია. (შემდგომ _ კომისია).
ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი, სოციალური დახმარების პროგრამის დებულებიდან გამომდინარე, ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით, გაიცეს თანხა 20 (ოცი) ლარის ოდენობით ყოველ არასრულწლოვან შვილზე. ხოლო იმ ოჯახებზე, რომლებიც პროგრამის დებულებიდან გამომდინარე არ ღებულობენ ყოველთვიურ ფულად დახმარებას, მათზე წელიწადში ერთხელ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიცეს ფულადი ან მატერიალური დახმარება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.“;
ბ) მე-4 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„41. .წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ობოლი (უდედმამო) 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე სოციალური დახმარების სახით, წლის განმავლობაში გაიცემა სხვადასხვა სახის ფულადი ან არაფულადი დახმარებები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია