„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.143.016102
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება № 21

2012 წლის 25 მაისი

ქ. ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილების დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დანართის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება

1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, აგრეთვე იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა.

2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლის/ბინის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა, 500 ლარის ოდენობით.

3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სახანძრო დაცვის სამსახურიდან – ხანძრის ფაქტისა და მისი კატეგორიის შესახებ;

დ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.“;

  ბ) დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,გ. ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძრო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.“.

2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.05.2012.
როდის იქნა მიღებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.05.2012. მიმღები ორგანო — ხაშურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.35.143.016102.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №21, 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016102 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1661086/