"საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010.190.070.05.001.000.700
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45(52), 26/11/1999

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. VI თავის სათაურში სიტყვის „უმრავლესობა" შემდეგ დაემატოს სიტყვა „უმცირესობა".

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

„მუხლი 221. საპარლამენტო უმცირესობა

საპარლამენტო უმცირესობა შეიძლება შეიქმნას საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არ არიან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში."

3. 24-ე და 25-ე მუხლების სათაურებსა და მთელ ტექსტში სიტყვების „უმრავლესობა", „უმრავლესობის", „უმრავლესობაში" შემდეგ შესაბამისად დაემატოს სიტყვები „უმცირესობა", „უმცირესობის", „უმცირესობაში".

II. ამ კანონის I მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებს 1999 წელს არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 25 ნოემბერი.

№8–Iს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.11.1999.
როდის იქნა მიღებული "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
"საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.11.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.070.05.001.000.700.
სად არის "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.1999 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №8, 25.11.1999, სარეგისტრაციო კოდი 010.190.070.05.001.000.700 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16612/