„შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე“საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის N837 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№669
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის განკარგულება

№669

201 2 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

„შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე“საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის №837 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51 -ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 -ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63 -ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. „შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის №837 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორის“ დროებით ადმინისტრატორად დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადი №01014000880), რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.

ბ) განკარგულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. იძულებითი ადმინისტრაციის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 25 ნოემბრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე“.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 25 ნოემბრის №837 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი.

3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი,  მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ვიცე -პრეზიდენტი                               ო . ნადარაია