სს „თბილლითონნაწარმი“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „თბილლითონნაწარმის” რიგითი აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 23 ივნისს, დღის 14:00 სთ-ზე შედგება სს „თბილლითონნაწარმის” რიგითი აქციონერთა კრება მისამართზე: ქ. თბილისი, მეველეს ქ. №7/9, შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „თბილლითონნაწარმის” 2011 წლის წლიური ანგარიში;
2. სს „თბილლითონნაწარმის” 2011 წლის სამეთვალყურეო საბჭოს წლიური ანგარიში;
3. სს „თბილლითონნაწარმის” წესდებაში ცვლილებების შეტანა;
4. სს „თბილლითონნაწარმის” კომერციული საიდუმლოებების დაცვის ღონისძიებათა შესახებ.
სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერთა საერთო კრებას:
– დირექციის და სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობა შეაფასოს დამაკმაყოფილებლად.
– იმსჯელოს და შეიტანოს ცვლილებები სს “თბილლითონნაწარმის” წესდებაში, რადგან სამეთვალყურეო საბჭო ვერ მივიდა წესდებაში შესატანი ცვლილებების ერთიან გადაწყვეტილებამდე.
– შეიმუშაოს და დაამტკიცოს სს „თბილლითონნაწარმის” კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
სააღრიცხვო თარიღად გამოცხადდეს 2012 წლის 4 ივნისი.
აქციონერებს საერთო კრებაზე დასწრების უფლებამოსილება შეუძლიათ შეამოწმონ დამოუკიდებელ რეგისტრატორ „კავკასრეესტრში” მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 74ა ან უშუალოდ სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციაში მისამართზე: ქ. თბილისი, მეველეს ქ. №7/9, აქციონერებმა კრებაზე დასასწრებად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
სს „თბილლითონნაწარმის ” დირექტორი ს. ადუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „თბილლითონნაწარმი“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს „თბილლითონნაწარმი“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „სს „თბილლითონნაწარმი“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ“?
- „სს „თბილლითონნაწარმი“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ“ მიღებულია 29.05.2012. მიმღები ორგანო — ს.ს."თბილლითონნაწარმი". დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „სს „თბილლითონნაწარმი“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „თბილლითონნაწარმი“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ“, №0, 29.05.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1662365/