„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№102/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016368
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №102/ნ

2012 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

,,მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანების (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.878) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და II 1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II 1

სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენისა და  განიხილვის წესი

    მუხლი 221. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება

1. მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით, ამ თავით დადგენილი წესით.

    მუხლი 222. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება საგამოცდო ცენტრის შენობაში.

2. ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და სამსახურის ვებგვერდის online.naec.ge  გამოყენებით.

    მუხლი 223. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენა

1. მასწავლებლობის კანდიდატი სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე  საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმის შესაბამისად.

2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საპრეტენზიო განაცხადი;

ბ) იმ ორგანოს დასახელება, რომლის სახელზეც წარედგინება პრეტენზია;

გ) საპრეტენზიო განაცხადის  წარმდგენი პირის ვინაობა;

დ) დარღვეული პროცედურის აღწერა, ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე   პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში;

ე) იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია, ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში, განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე ;

ვ) საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის თარიღი.

3. სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადს უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

4.სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

    მუხლი 224. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის საფასური

1 . ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

2 . მასწავლებლობის კანდიდატს , სპეციალური პროგრამა არ მისცემს საპრეტენზიო განაცხადის  ფორმის შევსების საშუალებას , თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტი თ გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.

4 . მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.

5 . იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, მასწავლებლობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.

    მუხლი 225. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის  ვადა

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდის დღეს 21 საათამდე ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ორგანოში შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, რომელიც არა უგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება ცენტრს, ხოლო ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადის მიწოდებას საპრეტენზიო საბჭოსათვის.

2. მასწავლებლობის კანდიდატი ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, ამ წესის 222 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით საპრეტენზიო განაცხადს ავსებს საპრეტენზიო კომისიის სახელზე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.  

მუხლი  226. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში, ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით, წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება საპრეტენზიო საბჭოს მიერ.

2. სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება საპეტენზიო კომისიის, ხოლო შემდეგ საპრეტენზიო საბჭოს მიერ.

    მუხლი 227. საპრეტენზიო კომისია

1. ცენტრში შეიძლება შეიქმნას სასერტიფიკაციო გამოცდების, მხოლოდ ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრეტენზიების განმხილველი  საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საპრეტენზიო კომისიების საქმიანობის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 228. საპრეტენზიო საბჭო

1. სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.

2. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.

3. საპრეტენზიო საბჭოს ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე.

    მუხლი 229. საპრეტენზიოს საბჭო საქმიანობა

1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

3. საპრეტენზიო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ 4 წევრი.

4. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

    მუხლი 2210. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევების განხილვა აპრეტენზიო საბჭოს მიერ

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;

ბ) მასწავლებლობის სხვა კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მასწავლებლობის კანდიდატისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

2. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზიის განხილვის მიზნით, საპრეტენზიო საბჭო უფლებამოსილია ცენტრიდან გამოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

3. ცენტრი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ტესტირების პროცედურულ დარღვევევებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

    მუხლი 2211. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო საბჭო ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადთან  დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, საპრეტენზიო განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

2. ტესტირების პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) მასწავლებლობის კანდიდატის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე.

3. საპრეტენზიო საბჭო გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში უგზავნის ცენტრს გადაწყვეტილებას.

4. ცენტრი საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მასწავლებლობის კანდიდატს.

    მუხლი 2212. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა საპრეტენზიო საბჭოს მიერ

1 . ტე სტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ცენტრი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში უგზავნის საპრეტენზიო საბჭოს.

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საპრეტენზიო საბჭო უფლებამოსილია საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში იმსჯელოს ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და ამ მიზნით მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები.

3. ტე სტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილ საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე წარდგენილი პრეტენზიის განხილვის მიზნით, საპრეტენზიო საბჭო უფლებამოსილია ცენტრიდან გამოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

4. ცენტრი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

    მუხლი 2213. ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო საბჭო ტე სტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

2. ტე სტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) მასწავლებლობის კანდიდატისათვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) მასწავლებლობის კანდიდატისათვის ქულის დაკლების შესახებ;

გ) მასწავლებლობის კანდიდატის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

3 . საპრეტენზიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება ცენტრში.

4 . საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ- გვერდზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები სპეციალური კოდის გამოყენებით ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.’’.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი