,,ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის მიწოდების ფორმატის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-28 /ნ
2012 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის მიწოდების ფორმატის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის მიწოდების ფორმატის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში (სსმ, III 2010წ. , №23 მუხლი 307) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის”, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის”, „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის”, „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის” სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის ა და „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისი ს №165 დადგენილებ ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე“;
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ( ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით გათვალისწინებულ ი სამკურნალო საშუალებების ნუსხა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.
ზ. ჭიაბერაშვილი
დანართი №1
ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა
| ფარმაკოლოგიური ჯგუფი/სამკურნალწამლო საშუალებები | |
| I. გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები | |
| 1 | ბეტა ადრენომაბლოკირებელი საშუალებები |
| ატენოლოლი | |
| მეტოპროლოლი | |
| პროპრანოლოლი | |
| ბისეპროლოლი | |
| კარვედილოლი | |
| 2 | კალციუმის არხების ანტაგონისტები |
| ამლოდიპინი | |
| ნიფედიპინი | |
| ვერაპამილი | |
| 3 | აგფ ინჰიბიტორები |
| ენალაპრილი | |
| კაპტოპრილი | |
| რამიპრილი | |
| პერინდოპრილი | |
| 4 | დიურეზული საშუალებები |
| ჰიდროქლორთიაზიდი | |
| ფუროსემიდი | |
| სპირონოლაქტონი | |
| 5 | პერიფერიული ვაზოდილატატორები |
| იზოსორბიდ დინიტრატი | |
| ნიტროგლიცერინი | |
| 6 | ანტიაგრეგანტული სამკურნალო საშუალებები |
| აცეტილსალიცილის მჟავა | |
| კლოპიდოგრელი | |
| 7 | ანტიარითმიული საშუალებები |
| ამიოდარონი | |
| 8 | ანტიკოაგულანტები |
| ვარფარინი | |
| 9 | საგულე გლიკოზიდები |
| დიგოქსინი | |
| 10 | ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები (კალიუმის დეფიციტის შემავსებელი) |
| კალიუმის ასპარტატი+მაგნიუმის ასპარტატი | |
| II. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალო საშუალებები | |
| 1 | H+-K+-ატფ-აზა ინჰიბიტორები |
| ომეპრაზოლი | |
| რანიტიდინი | |
| 2 | ანტაციდები |
| ალუმინის ჰიდროქსიდი+მაგნიუმის ჰიდროქსიდი | |
| 3 | ფერმენტული საშუალებები |
| პანკრეატინი | |
| 4 | ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები |
| დომპერიდონი | |
| მეტოკლოპრამიდი | |
| 5 | კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსის და მოტორიკის შემამცირებელი საშუალებები |
| დროტავერინის ჰ/ქ | |
| ჰიოსცინის ბუთილ ბრომიდი | |
| 6 | ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი ბიოლოგიური წარმოშობის საშუალებები |
| Bifidobacterium infants, Lactobacillus acidophilus, Enterococcus feacium | |
| ლიოფილიზირებული Saccharomyces boulardii | |
| bacillus claus | |
| 7 | ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები |
| რეჰიდრონი | |
| 8 | მეტეორიზმის შემამცირებელი საშუალებები |
| გააქტივებული ნახშირი | |
| სიმეტიკონი | |
| 9 | ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები |
| მებენდაზოლი | |
| პირანტელი | |
| ალბენდაზოლი | |
| III. ანტიალეგიული სამკურნალო საშუალებები | |
| პრომეთაზინი | |
| კლემასტინი | |
| ქლოროპირამინი | |
| ცეტირიზინი | |
| ფექსოფენადინი | |
| ლორატადინი | |
| დესლორატადინი | |
| კეტოტიფენი | |
| IV. სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები | |
| 1 | ამოსახეველებელი საშუალებები |
| ამბროქსოლი | |
| კარბოცისტეინი | |
| აცეტილცისტეინი | |
| 2 | ბრონქების გასაფართოებელი საშუალებები |
| ამინოფილინი | |
| დოქსოფილინი | |
| სალბუტამოლი | |
| იპრატროპიუმის ბრომიდი | |
| ფლუტიკაზონი | |
| V. არასტეროიდული ანთების საწინაა ღ მდეგო საშუალებები | |
| აცეტილსალიცილის მჟავა | |
| პარაცეტამოლი | |
| იბუპროფენი | |
| დიკლოფენაკი | |
|
| |
| V I. ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები (0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისათვის) | |
| ამოქსაცილინი | |
| აზითრომიცინი | |
| კოტრიმოქსაზოლი | |
| ცეფტრიაქსონი | |