სს “ოქსინო”-ს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

სს „ოქსინოს” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 23 ივნისს, 11 საათზე გაიმართება სს „ოქსინოს” (საიდენტიფიკაციო ნომერი 206028993) აქციონერთა მორიგი საერთო კრება ამავე საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ბაღდადის ქ. №12.

კრებაზე განსახილველად წარმოდგენილია შემდეგი საკითხები:

1. სს „ოქსინოს” დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშები.

2. სს „ოქსინოს” გასული სამეურნეო წლის შედეგები.

საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას აქციონერთა მიერ.

თითოეული აქციონერი უფლებამოსილია შეამოწმოს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, რა მიზნითაც მას შეუძლია მიმართოს საზოგადოების დირექტორს ან სამეთვალყურეო საბჭოს (რა დროსაც ის ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთი და მისი ასლი), რომლების მიერაც მოხდება აქციონერებისათვის საერთო კრებაში მონაწილეობის უფლებისა და მის განკარგულებაში არსებულ ხმათა რაოდენობის შესახებ წერილობითი დასტურის დაუყონებლივ გაცემა (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა).

საერთო კრებაზე მონაწილე აქციონერთა შემადგენლობის განსაზღვრისათვის სააღრიცხვო დღედ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა 2012 წლის 10 მაისი.

აქციონერებს უფლება აქვთ მიმართონ საზოგადოების ხელმძღვანელობას მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

დირექტორი ლ. სულაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს “ოქსინო”-ს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, განცხადება „სს “ოქსინო”-ს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2012.
როდის იქნა მიღებული „სს “ოქსინო”-ს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
„სს “ოქსინო”-ს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 30.05.2012. მიმღები ორგანო — ს.ს "ოქსინო". დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სს “ოქსინო”-ს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „სს “ოქსინო”-ს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ“, №0, 30.05.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1663251/