📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.05.2012
ძალის დაკარგვა 05.11.2014
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.106.016067
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,625 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.05.2012 მიღება
05.11.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
სანე ბართვო მოწმობის №
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.HeaderChar { } span.BodyTextIndent2Char { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.5pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2012 წლის 25 მაისი ქ. ხობი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 23-ე პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს : 1. დამტკიცდეს თანდართული „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი 1). 2. დამტკიცდეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის თანდართული ფორმა (დანართი 2). 3. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის თანდართული ფორმა (დანართი 3). 4. დამტკიცდეს თანდართული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის თანდართული ფორმა (დანართი 4). 5. დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას (გ. ღურწკაია) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის რეგისტრაციის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის №59 დადგენილება. 7. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე მ . ჭოხონელიძე დანართი 1 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში –  წესი) შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე. 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმების (შემდგომში – სანებართვო მოწმობა) გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მიხედვით.     მუხლი 2🔗. სანებართვო მოწმობის ფორმებით მომარაგება 1. სანებართვო მოწმობის ფორმებით მომარაგებას სამსახური ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. სანებართვო მოწმობის ფორმების შეკვეთას სამსახური აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.     მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. სანებართვო მოწმობის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში. 3. სათავსი, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.     მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსება 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსებას სამსახური აწარმოებს სანებართვო მოწმობის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის მეშვეობით, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე. 2. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია შეიტანება სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში.     მუხლი 5🔗. სანებართვო მოწმობის გაცემა 1.  სანებართვო მოწმობას გასცემს სამსახური, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე შევსებულ სანებართვო მოწმობაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერისა და სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში სათანადო მონაცემების შეტანის შემდგომ. 2.  სანებართვო მოწმობის გაცემა ნებართვის მაძიებელზე წარმოებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე. 3.  სანებართვო მოწმობის გაცემა მესამე პირზე ხდება ნებართვის მაძიებლის მიერ გაცემული მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე). 4.  ნებართვის მაძიებელი ან მესამე პირი ნებართვის მოწმობის მიღების ფაქტს ხელმოწერით ადასტურებს ნებართვის გამცემის მიერ წარმოებულ სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში. 5.  გაცემული ფორმების ქსეროასლი, დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ, ინახება ნებართვის მაძიებლის პირად საქმეში.     მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის დუბლიკატების გაცემა 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში სამსახური გასცემს დუბლიკატს, მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. 2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის დამადასტურებელი საბუთი. 3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. 4. ნებართვის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.     მუხლი 7🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი 1. სამსახური სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალს (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი) აწარმოებს ყოველი კალენდარული წლისათვის. 2. აღრიცხვის ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამსახურის უფროსის ხელმოწერით და სამსახურის ბეჭდით. 3. აღრიცხვის ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება მუქი ფერის კალმით. 4. აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით დაუშვებელია. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში – „შენიშვნა“ ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, (მაგალითად – შესწორებულია მე-4 და მე-7 გრაფები (თარიღი, ხელმოწერა, გვარი და სახელი). 5. დასაშვებია ნებართვების აღრიცხვა აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიაში, რომლის წერილობითი ფორმით ამობეჭდვა უნდა მოხდეს ყოველი წლის ბოლოს. აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონული ვერსიის მიმართ ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მისი წერილობით ფორმით ამობეჭდვის შემდეგ. 6. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში აღრიცხვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება აღრიცხვის ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს აღრიცხვის ჟურნალის გაგრძელებას. 7. კალენდარული წლის ბოლოს აღრიცხვის ჟურნალში ყველა სანებართვო მოწმობის ფორმის რეგისტრაციის შემდეგ სამსახური აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული სანებართვო მოწმობის ფორმის საერთო რაოდენობის შესახებ. 8. აღრიცხვის ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულში/ქვედანაყოფში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ იგი აღწერით ბარდება არქივს. 9. აღრიცხვის ჟურნალის შენახვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აღრიცხვის ჟურნალის და მასში ასახული მონაცემების დაცულობა. 10. აღრიცხვის ჟურნალი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 11. სამსახურში სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე, გაცემაზე და შესაბამისი ფორმით აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი (პირები) განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით.     მუხლი 8🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერას ახორციელებს საგანგებოდ შექმნილი კომისია. 4. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი 2 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №18 დადგენილებისა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  დამტკიცებულია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №18 დადგენილებ ით მცირე სახელმწიფო გერბი                                                        ხობის მუნიციპალიტეტის გერბი ხობის მუნიციპალიტეტი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა ნებართვა № ---------- ნებართვის გაცემის თარიღი:                                  201 წლის ----- --------------- ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი:    201 წლის ----- --------------- ნებართვა ძალაშია:                                                   201 წლის ----- -------------- - მდე ნებართვის მფლობელი: ------------------------------------------------------------------------------------- (დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                        (მისამართი) სამშენებლო ობიექტი: ------------------------------------------------------------------ --------------------                                            (დასახელება, ფუნქციური დანიშნულება) ------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------                    (შენობა-ნაგებობის კლასი და მისამართი , ადგილმდებარეობა) ------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------               (მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი) პროექტი შეთანხმებულია: ------------------------------------------------------- ------------------------                                                 (შემთანხმებელი ორგანიზაციის დასახელება) ----------------------------------------------------------------------------------------------- -----------------                                                                        (მისამართი) ნებართვის გამცემი ორგანო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური ნებართვის გაცემის საფუძველი: ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 201 წლის ----- --------------- ბრძანება № მოწმობის მე-2 გვერდი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სანებართვო პირობები: -------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ სანებართვო მოწმობის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი: ------------------------------------- -------- სანებართვო მოწმობაზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირი: -------------- --------------------------                                                                                                              (სახელი, გვარი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                (თანამდებობა)  ბ. ა.  ------------------------------                    (ხელმოწერა) დამკვეთი: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა შემსრულებელი: სფს-ს რეგისტრაციის № –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დანართი 3 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №18 დადგენილებისა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური აქტი № გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ( გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ) სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის შესახებ 201 წლის ----- --------------- № საქმეთა დასახელება რაოდენობა ფორმის ექსკლუზიური ნომრები 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებთ უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის სისწორეს: კომისიის თავმჯდომარე:      ---------------------------------------   --------------------------                                                          სახელი, გვარი                            ხელმოწერა კომისიის წევრები:       ---------------------------------------        --------------------------                                                     სახელი, გვარი                                 ხელმოწერა                    ---------------------------------------        --------------------------                                                  სახელი, გვარი                                ხელმოწერა ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:    ---------------------------------------   --------------------------                                                           სახელი, გვარი                      ხელმოწერა დანართი 4 ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 25 მაისის №18 დადგენილებისა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი № სანე ბართვო მოწმობის № ბრძანების  №  და თარიღი სანებართვო მოწმობის გაცემის თარიღი ნებართვის ვადა ნებართვის მიმღების დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები ნებართვის მიმღების მისამართი ნებართვის მიმღების ხელმოწერა შენიშვნა