1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს:
a) საქართველოს შემთხვევაში, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს საქართველოს, მის ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს;
b) ბაჰრეინის შემთხვევაში სახელმწიფოს, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს, ნებისმიერ საკანონმდებლო უწყებასა და პირს, რომელიც ბაჰრეინის კანონმდებლობის შესაბამისად არის მუდმივი მაცხოვრებელი, რეზიდენტი ან მოქალაქე, ან ბაჰრეინის ტერიტორიაზე გააჩნია რეგისტრაციის ან მართვის ადგილი.
ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოში ექვემდებარება დაბეგვრას, მხოლოდ მასში არსებულ წყაროდან ან იქ განთავსებული კაპიტალიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;
d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მდებარეობს მისი ფაქტობრივი მართვის ადგილ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 18.07.2011
მუხლი 4. რეზიდენტი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. გადასახადები,
- მუხლი 3. ზოგადი განსაზღვრებები
- მუხლი 5. მუდმივი დაწესებულება
- მუხლი 6. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
- მუხლი 7. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 8. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 9. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 10. დივიდენდები
- მუხლი 11. შემოსავალი სავალო მოთხოვნიდან
- მუხლი 12. როიალტი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 4, №0, 18.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016094 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1663806/muxli-4/