„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/1229
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016181
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1229

2012 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №84, მუხლი 765) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები :

1. მე-5 მუხლის:

ა)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა სააგენტოს ქონებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვის გამო.”;

ბ) მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს”;

გ) მე-2 პუნქტის „ო-პ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მინისტრს ყოველ 6 თვეში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას თავისი საქმიანობის შესახებ;  

პ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარუდგენს სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე.”;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს დირექტორი საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს მინისტრის მეშვეობით.”;

ე) მე-5 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ თანამდებობიდან გათავისუფლდა მინისტრის აქტის საფუძველზე.”;

ვ)  მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე: პირველი მოადგილე და მოადგილე. სააგენტოს დირექტორის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს დირექტორი. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

8. დირექტორის პირველ მოადგილეს და მოადგილეს ნიშნავს დირექტორი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს  სამინისტრო.

2. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციებისა და მასალების წარმოდგენა.“.

3. მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„3. სააგენტოს საფინანსო საქმიანობა ფასდება სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე.

4. სააგენტოს საფინანსო საქმიანობის ანგარიში ყოველწლიურად წარედგინება სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტს.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით“.

მუხლი 2. წინამდებარე ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.05.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/1229. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016181.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/1229, 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016181 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1664088/