მ. ყაზაიშვილის კერძო საკუთრებაში არსებული ლ. გუდიაშვილის სურათისათვის ,,შავ ნაკადულთან’’ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №3/179

2012 წლის 29 მაისი  

ქ. თბილისი

მ. ყაზაიშვილის კერძო საკუთრებაში არსებული ლ. გუდიაშვილის სურათისათვის ,,შავ ნაკადულთან’’ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ 52-ე, 53-ე, 55-ე, 56-ე მუხლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი საქართველოს მოქალაქე მ. ყაზაიშვილის კერძო საკუთრებაში არსებულ ლ. გუდიაშვილის სურათს ,,შავ ნაკადულთან’’, თანახმად დანართში მითითებული სააღრიცხვო ბარათისა.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, აღნიშნული სურათისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7).

 

მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი     დ. ცხადაძე 

             

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათი

სხ-2803

  

 

 

 

 

1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა

სახვითი ხელოვნების

2. ავტორი/სკოლა

ლ. გუდიაშვილი

3. დასახელება

,,შავ ნაკადულთან’’

4. შექმნის დრო და ადგილი

1925 წელი, პარიზი

5. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი

კერძო კოლექცია

6. მასალა, ზომა

ტილო, ზეთი, 170X114 სმ

7. ფიზიკური მდგომარეობა

კარგი