„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №8/19
2012 წლის 30 მაისი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/36 დადგენილებაში (სსმ, 12/04/2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016079), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, „დ.ბ” ქვეპუნქტი და მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, 18 (თვრამეტი) თვის ვადით.“;
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ და „ფ“ ქვეპუნტები ამოღებულ იქნეს;
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების უფლების მინიჭებამდე წინასწარ 1 (ერთი) თვის თანხის ოდენობით, ხოლო ერთი თვის შემდეგ ყოველ თვე 1 (ერთი) თვის გადასახდელი თანხის ოდენობით, ყოველი თვის 20 (ოცი) რიცხვამდე.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3-ის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) 2004 წლამდე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება – 0 ქულა;“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული და კონკურსზე წარსადგენი ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების (გამოცდა) გავლის დოკუმენტის ქსეროასლები, ლიზინგის ან იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების ასლები“.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე