„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8/20
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016133
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ – ფოთის საკრებულოს

დადგენილება №8/20

2012 წლის 30 მაისი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქ ის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის  №1 5/ 56 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის   საკრებულომ    დ  ა  ა  დ  გ  ი  ნ  ა:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქ ის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის  №1 5/ 56 დადგენილებაში (სსმ , 10.01.2011წ. , სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016025) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული   დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამსახური ამზადებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ მის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების  განხორციელებასთან, აგრეთვე ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას; სამსახურის უფროსს ხელმოსაწერად წარუდგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ მითითებებისა და დადგენილებების პროექტებს“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                      ი . საღინაძე