სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-538/ო
2012 წლის 10 აპრილი
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” და საქართველოს კანონის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. აიპ – საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ფილიალს (ფაქტ ობრივი მისამართი: ქ. თბილისი, სოფელი გლდანი) მიეცეს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნ ე ს სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი:
აიპ
– საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ მენეჯერის განცხადება
№17178
,
05.03.2012წ.
;
ადგილზე შემოწმების აქტი
№66 05.04.2012წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №9 06.04. 2012წ.
გ. თვალავაძე