სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-587/ო
2012 წლის 17 აპრილი
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-13 მუხლის „ბ” პუნქტის, საქართველოს კანონის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე -6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.აიპ ,,ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ ფილიალებს (ფაქტ
ობრივი მისამართები: ქ. ქუთაისი, დადიანის ქ.17; ქ. ხონი, იპ. ხვიჩიას ქ.
№28; ზესტაფონის რაიონი, სოფელი კვალითი) მიეცეს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნ
ე ს სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: აიპ ,,ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ დირექტორის განცხადება №17841 07.03.2012წ.
ადგილზე შემოწმების აქტები №68 10.04.2012წ. ; №69 11.04.2012წ. ; №70 12.04.2012წ.
ზეპირი მოსმენის ოქმ ი №10 , 17.04. 2012წ.
გ. თვალავაძე