სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-616/ო
2012 წლის 23 აპრილი
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების
მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-13 მუხლის „ბ ” პუნქტის, საქართველოს კანონის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ ასოციაცია ,,საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ ფილიალს (ფაქტ ობრივი მისამართი: ქ. წალენჯიხა , ლევან II დადიანის (ყოფილი ყაზბეგის) ქუჩა) მიეცეს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნას სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი:
ა(ა)იპ ასოციაცია ,, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ მენეჯერის განცხადება
№17841, 07.03.2012წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №7 8, 18. 04.2012წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №11 , 23 .04. 2012წ.
გ. თვალავაძე