სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-683/ო
2012 წლის 3 მაისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი „ა ”, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის №377 დადგენილების (მუხლი 1, პუნქტი 5) შესაბამისად , ვბრძანებ:
1.ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ჯანმრთელობის ცენტრ ,,მედინას ” (მის: ხელვაჩაური, სოფელი შარაბიძეები) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია (სალიცენზიო მოწმობა (N002080, ბრძანება N1056/ო, 31.12.2010წ.).
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინას ” მთავარი ექიმის განცხადება: №32132, 26.04.2012წ.
გ. თვალავაძე