საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2012
ძალაში შესვლა 06.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №199
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016872
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2012
matsne.gov.ge 2,124 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2012 მიღება
06.06.2012 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.MsoCommentReference {} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:15.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } span.PlainTextChar1 { } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.HeaderChar1 { } span.FooterChar { } span.FooterChar1 { } span.CommentTextChar { } span.CommentTextChar1 { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.CommentSubjectChar1 { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.BalloonTextChar1 { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.BodyTextChar { } span.BodyTextChar1 { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 50.85pt 21.25pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება № 199 2012 წლის 30 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დებულება. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 6 ივნისიდან.  პრემიერ-მინისტრი                                                     ნ . გილაური საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ორგანიზაციის სრული სახელწოდებაა „საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“. ორგანიზაციის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა „Georgia’s Reforms and Partnership Enterprise“ (GRAPE). 3. ორგანიზაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. ორგანიზაცია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინაშე საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით. 5. ორგანიზაცია საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 6. ორგანიზაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო და ბეჭედი. ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7. ორგანიზაციის იურიდიული მისამართია: თბილისი, ინგოროყვას ქ. №7. თავი II ორგანიზაციის მიზნები და ფუნქციები     მუხლი 2🔗. ორგანიზაციის მიზნები ორგანიზაციის მიზნებია: ა) საქართველოში განხორციელებული რეფორმების (შემდგომში – ქართული რეფორმები) და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის კოორდინირებულად მიწოდება; ბ) ცალკეულ დაინტერესებულ სახელმწიფოში ქართული რეფორმებისა და ინოვაციების გავრცელების უზრუნველყოფა; გ) მსოფლიოში ქართული რეფორმებისა და ინოვაციების, როგორც ქართული ბრენდის, დამკვიდრების ხელშეწყობა და, საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, განვითარების საერთაშორისო პოლიტიკაში წვლილის შეტანა.     მუხლი 3🔗. ორგანიზაციის ფუნქციები 1. ორგანიზაციის ფუნქციებია: ა) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და განზოგადება, სხვა სახელმწიფოებში მათი პოპულარიზაციისათვის უნივერსალური მოდელების შექმნა; ბ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე ინფორმაციის სხვა სახელმწიფოებში გავრცელებასა და მათ პოპულარიზაციაში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და უწყებების საქმიანობის ხელშეწყობა; გ) სათანადო ქართული რეფორმისათვის საბრენდო სახელწოდების, სლოგანისა და გამოყენების სავარაუდო არეალის შემუშავება; დ) სხვა სახელმწიფოების ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობა მათ სახელმწიფოში ქართული რეფორმებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით; ე) განვითარების საერთაშორისო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის საჭიროების შეფასების საფუძველზე და საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, დონორ ორგანიზაციათა კოორდინირებულ საქმიანობაში ჩართვა; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მათთვის ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. 2 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად ორგანიზაცია უზრუნველყოფს : ა ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან მათ მიერ განხორციელებული რეფორმების ან დანერგილი ინოვაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას (მათ შორის , შესაბამის უცხოურ ენებზე თარგმნას ) ; ბ ) საჭიროების შემთხვევაში თითოეული ქართული რეფორმისა და ინოვაციის თაობაზე სამუშაო ჯგუფების შექმნას; გ ) ქართულ რეფორმებსა და ინოვაციებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეხვედრების (სემინარები , სიმპოზიუმები და სხვა ) ორგანიზებას; დ ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე ტრენინგების/სასწავლო ღონისძიებების მოწყობას/ჩატარებას; ე ) პარტნიორი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევას განათლების , ჯანდაცვის , სოციალური უზრუნველყოფის , მდგრადი განვითარების სფეროებში; ვ ) პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის დახმარების გაწევას ბუნებრივი და ადამიანური ზემოქმედების შედეგად გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის საქმეში , მათ შორის , დონორ ორგანიზაციებთან დახმარების სქემების კოორდინაციის გზით; ზ ) მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნებიდან ახალგაზრდა პროფესიონალების და საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სპეციალური ტრენინგების , სემინარებისა და სიმპოზიუმების ორგანიზების გზით; თ ) საჯარო მოხელეების საზღვარგარეთ ტრენინგებზე , სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა კურსებზე გაგზავნას; ი ) გრანტების გაცემას; კ ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას . თავი III ორგანიზაციის მართვა და სტრუქტურა     მუხლი 4🔗. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა 1. ორგანიზაციას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. ორგანიზაციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ორგანიზაციის თავმჯდომარე. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი. 3. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კურირებს ორგანიზაციაში მისთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება ორგანიზაციის თავმჯდომარის ბრძანებით. 4. ორგანიზაციის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას, მისივე გადაწყვეტილებით, ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთის არარსებობისას – ერთ‑ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.     მუხლი 5🔗. ორგანიზაციის თავმჯდომარე ორგანიზაციის თავმჯდომარე: ა ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ორგანიზაციის თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ვ) კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს, მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებს;   ზ) ამტკიცებს ორგანიზაციის შინაგანაწესს; თ) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვრავს ორგანიზაციის საშტატო განრიგს, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს; ი) იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ; კ) ახორციელებს სხვა მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია ორგანიზაციის მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულებისაკენ; ლ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 6🔗. მმართველი საბჭო 1. ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებისა და საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით ორგანიზაციაში იქმნება მმართველი საბჭო. 2. მმართველი საბჭო წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს. მმართველი საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი, რომელიც იმავდროულად არის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. 3. მმართველი საბჭოს შემადგენლობაში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიძლება შედიოდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები, სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები/სპეციალისტები. 4. მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად ორგანიზაციის თავმჯდომარისა და თანამშრომლებისათვის. 5. მმართველი საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. მმართველი საბჭოს თითო წევრს კენჭისყრისას აქვს თითო ხმა. 6. მმართველი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.     მუხლი 7🔗. ორგანიზაციის სტრუქტურა 1. ორგანიზაცია თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. 2. ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაცია (სამსახური); ბ) პროდუქტების განვითარების სამსახური; გ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური; დ) ეკონომიკური სამსახური. 3. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ორგანიზაციის თავმჯდომარე. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას, ორგანიზაციის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე, ხოლო ასეთის არარსებობისას – სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი. 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ფუნქციებია: ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენლობა დასახული მიზნების, ამოცანებისა და დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა ზედამხედველობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის ფუნქციების განაწილება და მათთვის სათანადო მითითებების/დავალებების მიცემა; დ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა და სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების ფარგლებში მომზადებული დოკუმენტების ვიზირება; ე) ორგანიზაციის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის შესახებ; ზ) სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე შუამდგომლობების ორგანიზაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; თ) ორგანიზაციის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 6. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება ორგანიზაციის თავმჯდომარის ბრძანებით. თავი IV სტრუქტურული ქვედანაყოფები     მუხლი 8🔗. ადმინისტრაცია ადმინისტრაციის ფუნქციებია: ა) ორგანიზაციის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა; ბ) საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო დელეგაციების, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დელეგაციებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლების დაგეგმილი სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; დ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ე) ორგანიზაციის წარმომადგენლობა სასამართლო დავებზე; ვ) ორგანიზაციის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებისა) მომზადება ან მათი სამართლებრივი ექსპერტიზა; ზ) ადამიანური რესურსების მოზიდვისა და შერჩევა‑დაქირავების პროცესის ორგანიზება, თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და მათი დოკუმენტურად გაფორმება; თ) ორგანიზაციაში დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა, დოკუმენტების დაარქივება; ი) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით; კ) ორგანიზაციის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და აღნიშნული ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება; ლ) ორგანიზაციის თავმჯდომარის ბრძანებით ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შემოწმება; მ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დასკვნების შედგენა, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრა და ორგანიზაციის თავმჯდომარისათვის წარდგენა; ნ) ორგანიზაციის სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განხორციელების ხელშეწყობა და მისი შესრულების მონიტორინგი; ო) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა და საზოგადოების ინფორმირება ორგანიზაციის საქმიანობის თაობაზე; პ) ორგანიზაციის კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების პროცესის ორგანიზება და მართვა; ჟ) ორგანიზაციის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.     მუხლი 9🔗. პროდუქტების განვითარების სამსახური პროდუქტების განვითარების სამსახურის ფუნქციებია: ა) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან მათ მიერ განხორციელებული რეფორმების ან დანერგილი ინოვაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უცხოურ ენებზე თარგმნა; ბ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და უწყებებთან ორგანიზაციის ურთიერთობების კოორდინაცია; გ) საჭიროების შემთხვევაში თითოეული რეფორმისა და ინოვაციის თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხის ინიცირება და სამუშაო ჯგუფის საქმიანობის კოორდინაცია; დ) უცხო სახელმწიფოთა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე ტრენინგების/სასწავლო ღონისძიებების მოწყობა; ე) პარტნიორი ქვეყნებიდან ახალგაზრდა პროფესიონალების და საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სპეციალური ტრენინგების, სემინარებისა და სიმპოზიუმების ორგანიზება; ვ) ორგანიზაციის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.     მუხლი 10🔗. საერთაშორისო თანამშრომლობისა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური საერთაშორისო თანამშრომლობისა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია: ა) სხვა სახელმწიფოების ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობა ქართული რეფორმებისა და ინოვაციების მათ სახელმწიფოში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით; ბ) ორგანიზაციის მიზნების მიღწევისა და ფუნქციების განხორციელების ხელშესაწყობად საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებთან ურთიერთობა; გ) მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის საჭიროების შეფასების საფუძველზე და საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, დონორ ორგანიზაციათა კოორდინირებულ საქმიანობაში მონაწილეობა; დ) ქართულ რეფორმებსა და ინოვაციებთან დაკავშირებით ადგილობრივი და საერთაშორისო დონის შეხვედრების ინიცირება და მათი ჩატარების მიზნით ღონისძიებათა კოორდინაცია; ე) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში მიზნობრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება და წარმართვა; ვ) განათლების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, მდგრადი განვითარების სფეროებში პარტნიორი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზებაში მონაწილეობა; ზ) ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის საქმეში პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზება, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან დახმარების სქემების კოორდინაციის გზით; თ) ორგანიზაციის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.     მუხლი 11🔗. ეკონომიკური სამსახური ეკონომიკური სამსახურის ფუნქციებია: ა) ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური მარაგების მართვა და ორგანიზაციის სამეურნეო საქმიანობის წარმართვა; ბ) ორგანიზაციის საფინანსო‑ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვა; გ) ორგანიზაციის ბიუჯეტისა და ხარჯთა ნუსხის მომზადება; დ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ე) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადება და დადებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლი; ვ) ორგანიზაციის საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადება; ზ) ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფა; თ) ორგანიზაციის ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო‑მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია; ი) ორგანიზაციის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. თავი V ორგანიზაციის ქონება და სახელმწიფო კონტროლი     მუხლი 12🔗. ორგანიზაციის ქონება 1. მიზნების მისაღწევად და ფუნქციების განსახორციელებლად ორგანიზაციას აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ორგანიზაციის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება ორგანიზაციის ბალანსზე. 3. ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი; დ) კრედიტები და გრანტები; ე) შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 13🔗. სახელმწიფო კონტროლი ორგანიზაციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VI ორგანიზაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 14🔗. ორგანიზაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.