საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6257-Iს
სარეგისტრაციო კოდი
030000000.05.001.016759
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12 , 24.03.2010, მუხ. 49 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :

1. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7 1 ნაწილი:

„7 1 . ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება ამ კოდექსის 17 3 მუხლის შესაბამისად.“.

2. 17 1 მუხლის :

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებულია საფასური, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნების განხორციელებას ა და ფუნქციების შესრულებას. მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ვიდეოპაემნით სარგებლობა განხორციელდეს საფასურის გადაუხდელად.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 1 ნაწილი:

„4 1 . ვიდეოპაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასური ს გადახდისაგან თავისუფლდებიან ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა ში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია.“.

3. 17 2 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17 3 მუხლი:

     „მუხლი 173 . საოჯახო პაემანი

1. საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.

2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილ თან , ნაშვილებ თ ა ნ, მეუღლე სთან , მშობელ თან ( მშვილებელ თან) , და სთან  და ძმა სთან საოჯახო პაემნის უფლება.

  3. საოჯახო პაემნის მოთხოვნის შესახებ ადმინისტრაციას წერილობით უნდა ეცნობოს 5 დღით  ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ადმინისტრაცია  საოჯახო  პაემნის მოთხოვნ ის შესახებ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რომლის თაობაზედაც განმცხადებელს  იმავე დღეს უნდა ეცნობოს.

5. საოჯახო პაემანი გრძელდება არა უმეტეს 3 საათისა.

6. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით უნდა ეცნობოს.

7. საოჯახო პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საოჯახო პაემნის უფლების განხორციელების  პირობებსა და  წესს განსაზღვრავს მინისტრი.“.

5.62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა;“.

6. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისათვის).“.

7. 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა.“.

8. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) დამატებითი საოჯახო პაემანი (ქალი მსჯავრდებულისათვის).“.

9. 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა;“.

     10. 72-ე მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არა უმეტეს 15 წუთისა.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1  დამატებითი საოჯახო პაემანი .“.

11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1241  მუხლი:

     „მუხლი 1241 . ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

 ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ არა უგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა და ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელება ქალთა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.“.

მუხლი 2. „პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ( www.matsne.gov.ge ), 10.03.2011, სარეგისტრაციო კოდი: 100030010.05.001.016195) მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს მთავრობამ, არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადახედოს არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის და ქალ მსჯავრდებულთათვის ხანგრძლივი პაემნის რაოდენობის გაზრდის საკითხს.“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 მაისი.

№6257-Iს