,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/06/2012

დოკუმენტის ტექსტი

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება № 5

2012წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.  ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებ ით (ვებ პორტალი, 08.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე -8 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთ სამუშაო დღეს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპით და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა აღემატება ერთ სამუშაო დღეს, შემდგომში დაუშვებელია ამ ვადის შემცირება.

,,3. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ თხუთმეტ დღეს, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ხუთი დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპით და ფასის კლების ბიჯის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა აღემატება თხუთმეტ დღეს, შემდგომში დაუშვებელია ამ ვადის შემცირება.“.

2. 262 მუხლის:     

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

,,ე) მიმწოდებლის (მიმწოდებლის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ყველა პირისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების) მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი ნასამართლევი არ არის (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 -ე–182 -ე მუხლებით, XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად -საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში), 223 1 224 1, 322 2, 339-ე, 339 1 და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის;“.

ა.ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში აქვს არანაკლებ 15 000 000 ლარის საერთო ბრუნვა;“.

ბ) მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სააგენტოში წარდგენილ თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნაში მიმწოდებელმა წერილობით უნდა დაადასტუროს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“–,,ზ“ ქვეპუნქტებით და მე -4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორე. მიმწოდებლის მიერ სააგენტოში არასწორი ინფორმაციის წარდგენა წარმოადგენს მიმწოდებლის თეთრ სიაში რეგისტრაციაზე უარის თქმის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.“;

გ) მე -7 პუნქტის შემდეგ დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,71.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სააგენტოში წარდგენილ ინფორმაციაში ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს. აღნიშნული ცვლილების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა წარმოადგენს მიმწოდებლის თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი