„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№105/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016371
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №105/ნ

2012 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში (სსმ, № 69, 10/06/2005, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.007.459) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი 6-ის:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი” ქვეპუნქტი:

,,ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერირებულ ბეჭ ე დს.”;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი” ქვეპუნქტი:

,,ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერირებულ ბეჭ ე დს.”;

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . შაშკინი