„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№110/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016376
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №110/ნ

2012 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქარ­თვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების (სსმ, 93, 30/07/2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.014912) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესთან ან თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით სამეცნიერო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნ ე ს სამეცნიერო საბჭოს წევრთა გამოკითხვის წესით. ამ შემთხვევაში მისაღებ საკითხზე წინადადება წარედგინება სამეცნიერო საბჭოს წევრებს, რომლებიც „შეთანხმების ფურცელზე“ ხელმოწერით ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება). იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება საკითხის მიღებას, აღნიშნულის შესახებ შედგება სამეცნიერო საბჭოს ოქმი, რომელსაც ხელს აწერ ენ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.”

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

დ. შაშკინი