„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,№45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:
1. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.სამსახურში მიღებისას პირმა უნდა წარადგინოს ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებ ის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა I და II სიაში შეტანილ ი ნივთიერებები ს მიმართ დამოკიდებულების ნიშნების ა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა.“.
2. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებ ის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა I და II სიაში შეტანილ ი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნების ა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა;“.
3. 98-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ქვეპუნქტი:
„ზ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა მოხმარების ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებ ათა მოხმარების დადასტურების ას, გარდა მოხელის მიერ ამ ნივთიერებ ათა სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 22 მაისი.
№6247- I ს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6247-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.05.001.016762.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6247-Iს, 22.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.016762 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1670385/