„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, № 5, მარტი, 1993 წელი, მუხ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლები მოქალაქეობის არმქონე პირები არიან
საქართველო ში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუ ისინი დაიბადნენ საქართველოს ტერიტორიაზე.“.
2. 271 მუხლის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირ ები საქართველოს მოქალაქეობ ა ს ი ღ ებ ენ „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მი ღე ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.“.
3. 31-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება.
2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე:
ა) სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის შეუსრულებლობისას ან სამხედრო ვალდებულების მოუხდელობისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი კანონით დადგენილი წესით განთავისუფლებულია შესაბამისი მოვალეობისაგან/ვალდებულებისაგან;
ბ) თუ იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.“.
4. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა
1. ამ კანონის შესაბამისად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში;
ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში;
გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა პირმა არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ მის მიმართ არსებობს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6302- Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6302-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010110000.04.001.016042.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6302-Iს, 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 010110000.04.001.016042 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1670407/