„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №208 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.038.016116
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №75

2012 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №208 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №208 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 111129006, 30/11/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტებითა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.“;

ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.“;

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია უფლებმოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს (შემდგომში – პრობაციის ბიურო) უფროსის შუამდგომლობა, ასევე პირის მომართვის საფუძველზე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხები.“;

დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისთვის ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, ასევე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე.“;

ე) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია, როგორც წესი, თავის მორიგ სხდომაზე განიხილავს – სხდომის ჩატარებამდე ორი სამუშაო დღით ადრე მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობებს. ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესახებ შემოტანილ განცხადებებს კომისია პერიოდულად განიხილავს მორიგ ან, აუცილებლობის შემთხვევაში, სპეციალურ სხდომაზე.”;

ვ) მე-9 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

     „მუხლი 91. ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენა ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება

1. კომისიას ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესახებ მიმართავს უფლებაჩამორთმეული პირი (მისი დამცველი, ან კანონიერი წარმომადგენელი) შესაბამისი განცხადების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) უფლებაჩამორთმეული პირის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი – რეგისტრაციის მიხედვით და ფაქტობრივი, ტელეფონის ნომერი);

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის მითითებას, რომლის საფუძველზეც ჩამორთმეული აქვს უფლება;

გ) უფლების ჩამორთმევის ვადას;

დ) ინფორმაციას დანიშნული სასჯელის შესახებ (მათ შორის, სასჯელის გაუქმების, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ);

ე) პირის მოთხოვნას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) უფლებაჩამორთმეული პირის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) სამართლებრივი აქტის (განაჩენის) ასლი, რომლის საფუძველზეც პირს ჩამორთმეული აქვს უფლებები;

გ) შესაბამისი დასკვნა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

4. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს წარმოდგენილ დოკუმენტებს, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგებს და უფლებაჩამორთმეული პირის ყოფაქცევის შესახებ სხვა ინფორმაციას. “;

ზ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესით, წარმოდგენილი შუამდგომლობის/ განცხადების განხილვის შემდეგ კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ;

ბ) მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის შესახებ;

დ) ჩამორთმეული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესახებ;

ე) ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ.

2. კომისიის გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის/უფლებაჩამორთმეული პირისთვის უარის თქმის შესახებ უნდა იყოს მოტივირებული.

3. თუ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის/უფლებაჩამორთმეული პირისთვის უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის/განცხადების ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლის შემდეგ.

4. მიღებული გადაწყვეტილება 14 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მსჯავრდებულს/ უფლებაჩამორთმეულ პირს, შესაბამის პრობაციის ბიუროს და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს.

5. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე