ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №113/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016379
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,482 სიტყვა · ~12 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის სახე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Cambria","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} em {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzacixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 52.05pt 28.4pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №113/ნ 2012 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ’’ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,მ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,   ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დამტკიცდეს ,, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი” დანართი 1-ის შესაბამისად . 2. დამტკიცდეს ,, მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმა ” დანართი 2- ის შესაბამისად . 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №63/ ნ ბრძანება . 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . დ. შაშკინი             დანართი 1 ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება აღნიშნული წესი შემუშავებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.     მუხლი 2🔗. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონული ბაზა 1. სკოლის გამოსაშვები გამოცდების დასრულებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ასევე განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებული სკოლები ინდივიდუალურ ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებენ სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებს (იმ მოსწავლეთა სია, რომელთაც გამოცდების შედეგად მიიღეს დადებითი შეფასება და რომელთაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი) და ერთი სამუშაო დღის ვადაში გზავნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო). 2. სამინისტრო სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებს წარუდგენს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა), რომელიც წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ქმნის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას (შემდგომში – მონაცემთა ელექტრონული ბაზა ). 3. საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი მონაცემთა ელექტრონული ბაზა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, შეფასება და ზოგადსაგანმ ანათლებლო დაწესებულების დასახელება.     მუხლი 3🔗. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმები 1 . ზოგადი განათლების დამადასტურებელ ი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება :  ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი;  ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი;  გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. 2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. 3. საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს. 4. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ვერ ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, ან წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და მონაწილეობას არ მიიღებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში.  5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემა ხდება   ქმედუნარიანი მოსწავლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის (შემდგომში – დაინტერესებული პირი) განცხადების საფუძველზე , ამ წესის შესაბამისად.  მუხლი 4🔗. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებით მომარაგება 1. საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ბეჭდვას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) მათ მიწოდებას. 2. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების შეკვეთას საინფორმაციო სისტემა აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლების თანახმად, შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე. 3. პოლიგრაფიული საწარმოდან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული მინდობილობა. 4. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.     მუხლი 5🔗. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები 1. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს მიერ , თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე. 3. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს (შემდგომში – ტერიტორიულ სამსახურს).     მუხლი 6🔗. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა 1. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს ტერიტორიულ სამსახურს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ) მოსწავლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში; გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, განცხადების კანონიერი წარმომადგენლის ან რწმუნებულის მიერ წარდგენის შემთხვევაში; დ) კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას. 3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ახდენს მოსწავლის შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმებას. თუ დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ პირს საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდეულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმაზე, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გადააქვს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცია და გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს. 4. საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემების შესაბამისი პირისადმი კუთვნილების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ტერიტორიული სამსახური თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე. 5. თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციით დასტურდება პირის პერსონალურ მონაცემებში ცვლილების ან შესწორების შეტანა, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული ბოლო მონაცემების შესაბამისად. 6. მონაცემთა ურთიერთშეუსაბამობის შესახებ ეცნობება საინფორმაციო სისტემას, რომელსაც შეაქვს შესაბამისი ცვლილილება ან შესწორება თავის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. 7. მოსწავლის გვარი და სახელი ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტში ინგლისურ ენაზე ჩაიწერება მისი პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის (სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის) შესაბამისად, თუ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს სახელსა და გვარს ინგლისურ ენაზე. 8. თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა არ შეიცავს ინფორმაციას მოსწავლეზე ინგლისურენოვანი მონაცემების შემცველობით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ, ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტში მოსწავლის გვარი და სახელი ინგლისურ ენაზე ჩაიწერება მასთან შეთანხმებული ტრანსლიტერაციით.     მუხლი 7🔗. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების დუბლიკატების გაცემა 1. გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ტერიტორიულ სამსახურს უფლება აქვს გასცეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის დუბლიკატი. დუბლიკატი გაიცემა ასევე იმ პირებზე, რომელთაც არ აუღიათ განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს. ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიღების შემდეგ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიცვალა სახელი ან/და გვარი. 2. ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, დაინტერესებულმა პირმა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის მისაღებად ტერიტორიულ სამსახურს უნდა წარუ დგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ); გ) პირის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 3. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა, 2009-2010 სასწავლო წლის ჩათვლით გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების დუბლიკატის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ტერიტორიულ სამსახურს უნდა წარუ დგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ); გ) იმ საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობა, სადაც დაასრულა პირმა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულია და არ არსებობს მისი უფლებამონაცვლე; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი. თუ საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარმოდგენა შეუძლებელია არარსებობის გამო, მის ნაცვლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებასა და დასრულებას; ე) განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ნომერი, რომლის დუბლიკატის გაცემასაც მოითხოვს განმცხადებელი; ვ) გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს; ზ) პირის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 4. 2006-2007, 2007-2008 და 2008-2009 სასწავლო წლებში საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მიღების მითხოვნით, შესაბამისმა პირმა ტერიტორიულ ორგანოს უნდა წარუ დგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ) ასლი; გ) ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების ფაქტი; დ ) განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ნომერი, რომლის დუბლიკატის გაცემასაც მოითხოვს განმცხადებელი; ე ) გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს; ვ ) პირის მიერ სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 5. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების დუბლიკატის მიღებისათვის შესაბამისი პირი ტერიტორიულ ორგანოს წარუდგენს განცხადებას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (დაზიანების შემთხვევაში), სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასურებელ დოკუმენტს, მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლს და საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 6. იმ პირებმა, რომელთაც არ აუღიათ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს, დუბლიკატის მისაღებად ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინონ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა „ე’’ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა.  7. ტერიტორიული ორგანოს მიერ დუბლიკატის გაცემა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.  8 . ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გასაცემ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატს დაესმება ასევე „ოქრო”-ს ან „ვერცხლი”-ს აღმნიშვნელი შტამპები, ხოლო საბაზო და საშუალო საგანმანათლებლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემულ საბაზო ზოგადი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატს დაესმება ასევე შტამპი აღნიშვნით „ექსტერნი”. 9. ტერიტორიული სამსახური დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ, ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნებს პერიოდულად, ყოველ სამ თვეში ერთხელ უგზავნის საინფორმაციო სისტემას.     მუხლი 8🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების საინფორმაციო სისტემის მიერ ჩამოწერა შესაძლებელია: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფიზიკური დაზიანების გამო; გ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ჩამოწერა საინფორმაციო სისტემის მიერ უნდა მოხდეს საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმისა და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ჩამოწერის აქტის საფუძველზე. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. მომსახურების ვადები 1. ტერიტორიული სამსახური, დაინტერესებული პირის განც ხადების საფუძველზე, ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს გასცემს შესაბამისი წლის 20 ივნისის შემდეგ მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. 2. ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტი დაჩქარებული წესით გასცეს: ა) განცხადების წარდგენიდან მე -5 სამუშაო დღეს; ბ) განცხადების წარდგენიდან მე -3 სამუშაო დღეს; გ) განცხადების წარდგენიდან მე -2 სამუშაო დღეს; დ) განცხადების წარდგენის დღეს.     მუხლი 10🔗. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტებისა და დუბლიკატების რეგისტრაცია 1. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების, ისევე როგორც დუბლიკატების გაცემის რეესტრს აწარმოებს ტერიტორიული ორგანო. 2. საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ნომრების გამოქვეყნებას იმ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, დუბლიკატის გაცემიდან ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ჩამოწერის შესახებ აქტის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.     მუხლი 11🔗. გარდამავალი დებულებები 1. იმ პირებზე, რომლებმაც „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანების შესაბამისად სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი ცალკეული საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაუძლევლობის გამო ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი საგანი/საგნები არ შედის სკოლის გამოსაშვები გამოცდების იმ საგანთა ჩამონათვალში, რომელთა დაძლევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მიღების საფუძველს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა განაცხადისა და საბოლოო შეფასების უწყისის მიხედვით შედგენილი მოსწავლეთა საშუალო საფეხურის სახელობითი ნუსხის საფუძველზე. 2. ამ წესის შესაბამისად , ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატები გაიცემა 2012 წლის 15 ივლისიდან. დანართი № 2 ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ჩამოწერის აქტი № ქ. თბილისი “–––„ –––––––––– 20  წელი გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ჩამოწერის შესახებ № ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის სახე რაოდენობა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის სტამბური ნომერი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი 1 2 3 კომისია ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშების ჩამოწერის სისწორეს. საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე: წევრები: მდივანი: ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: