გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
201 2 წლის 8 ივნისი
ქ . გორი
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 აპრილის №20 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 23/04/2012; 010250020.35.148.016104 ) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) ჭირისუფალი – არის გარდაცვლილის ახლო ნათესავი, მისი მემკვიდრე ან სხვა ნებისმიერი უფლებამოსილი პიროვნება, რომელიც იხდის მომსახურების ხარჯებს“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გორის მუნციპალიტეტის სასაფლაოების მართვას (გარდა კერძო სასაფლაოსი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. გარდაცვლილის მჯდომარე მდგომაროებაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.
7. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი, ხორციელდება კუბოთი. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებული კუბოთი ან სპეციალურ სუდარაში.“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თუ საფლავში არის მხოლოდ ერთი თავისუფალი სამარე, მაშინ ის უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. ყოველ საფლავზე გამოყოფილი უნდა იქნეს 12 კვ.მ (3X4) ფართობის ტერიტორია და სამარის მომსახურების საფასური განისაზღვროს 130 (ასოცდაათი) ლარით. ზღრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი მომსახურების საფასური განისაზღროს 20 ლარით. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალად მიწის ფართობის ნორმად მიღებული იქნეს 4 კვ.მ და მომსახურება განხორციელდეს უსასყიდლოდ. მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა არ დაიშვება. ომის ვეტერანებსა და მასთან გათანაბრებულ პირებს დამატებითი მომსახურების საფასურზე დაუწესდეს შეღავათი 50 % ფასდაკლებით. დევნილთა მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად გორის მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე მიწის გაცემა მოხდეს ზღვრული ნორმის დაცვით უსასყიდლოდ საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0,8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები. დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ . ხმალაძე