ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 02 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.128.016093
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№20

2012 წლი ს 4 ივნისი

დ. ხარაგაული

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში“(საკანონმდებლო მაცნე №14, . 2010 წლის 19 აგვისტო,მუხლი 348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში.

 1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე- 6 მუხლის მე- 2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებული“.

  2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე- 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი“.

 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე- 11 მუხლი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ( შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი“.

 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე- 11 მუხლის მე- 7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე ზედამხედველობას

  ახორციელებს გამგებელი“.

 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე- 14 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 14 . თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები“.

 6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე- 14 მუხლის პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგი

  რედაქციით:

,,1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე- 14 მუხლის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია;

ა) დაბ ა ხარაგაულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – დაბა ხარაგაული, პატარა ხარაგაული);

ბ) ბაზალეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ბაზალეთი, ღარიხევი, ქროლი, წიფი);

გ) ბორითის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ბორითი, საქასრია, მაქათუბანი, უბისა, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, ამაშუკეთი);

დ) ვარძიის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ვარძია);

ე) ვახანის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ვახანი, სერბაისი, ზედუბანი);

ვ) ზვარის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ზვარე, ჩრდილი, ნუნისი );

ზ) კიცხის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი კიცხი, ბორი, საქარიქედი, კიცხის იგორეთი, თეთრაწყარო);

თ) ლეღვნის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ლეღვანი, მარელისი, დიდვაკე, პატარა სახვლარი);

ი) ლაშის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ლაშე, ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი );

კ) მოლითის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი მოლითი, დეისი, ბეჟათუბანი, ჭარტალი, ნებოძირი, ქვები, ბაბი, ანიულა );

ლ) ნადაბურის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ნადაბური, გოლისი);

მ) სარგვეშის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი სარგვეში, ხორითი, საბე, მიროწმინდა);

 ნ) საღანძილის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი საღანძილე, ზარანი,

  ჯაფაროული, სხლითი, ჩხერი, ვანი.);

ო) ფარცხნალის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ფარცხნალი, ახალსოფელი, ისლარი, ღუდუმექედი);

პ) ხიდარის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ხიდარი);

ჟ) წყალაფორეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი წყალაფორეთი, ხონი, ლახუნდარა, პატარა ვარძია, ჩალხაეთი);

რ) წიფის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი წიფა, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა);

ს) ღორეშის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ღორეშა);

ტ) ხუნევის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ხუნევი, გედსამანია, ვერტყვიჭალა , ბჟინევი, ვერტყვილა);

უ) ხევის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ხევი, წაქვა, გრიგალათი, ციცქიური).

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–14 მუხლის მე- 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3 თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპიური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე- 15 მუხლის მე- 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

 „4 გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებით, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი