ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.128.016094
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№21

2012 წლის 4 ივნისი

დ. ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება (დანართი №1).

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის № 28 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  ა. მაჭავარიანი

დანართი №1

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება

 თავი I

 ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციაა განამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კავშირი მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოს და გააკონტროლოს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების და გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულება; ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება; განახორციელოს ამ დებულებით დაკისრებული უფლებამოსილებანი.

3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოს აქვს საკუთარი ბეჭედი, ბლანკი და შტამპი.

    მუხლი 2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), გამგეობის დებულება და ეს დებულება.

2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

თავი II

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები

    მუხლი 3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფის სფეროში

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფის სფეროში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

 ა) უზრუნველყოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გაცნობა;

ბ) ორგანიზება გაუწიოს მოსახლეობის გამოკითხვას და საჯარო განხილვების ჩატარებას; მოსახლეობასთან თვითმმართველობის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების შეხვედრას;

გ) უზრუნველყოს თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოსახლეობის წინადადებების, შენიშვნებისა და განცხადებების აღრიცხვა და მისი მიწოდება თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის;

დ) გასცეს მოქალაქეებზე კანონით გათვალისწინებული ცნობები;

ე) გაუწიოს კონსულტაცია მოსახლეობას თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) გამგებლის დავალებით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 4. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება საბიუჯეტო- საფინანსო სფეროში

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში განეკუთვნება:

ა) მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, წინადადებების მომზადება დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობის და საჯარო განხილვების ორგანიზება; ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობისგან გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაცია და გამგებლისათვის მათი მიწოდება;

ბ) წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ; მათი განხორციელების კოორდინაცია;

გ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

 მუხლი 5. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში

  1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას ადმინისტრაციული

 ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში განეკუთვნება:

ა) ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ წინადადებების მომზადება;

ბ) მონაწილეობის მიღება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში;

გ) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავებაში; კონტროლი ამ პროგრამების განხორციელებაზე; გამგებლისადმი ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 6. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის სფეროში

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) წინადადებების შემუშავება ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ბ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება მიწისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში

1. მიწისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა)მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის მართვაში და მიწის გამოყენებასა და დაცვაში;

ბ) წინადადებათა შემუშავება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;

გ) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვის კოორდინაცისა და კონტროლში, დადგენილი წესების დაცვაზე;

დ) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; სტიქიური უბედურებებისა და ავარიების შემთხვევაში მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღება;

ე) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 8. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დაგეგმარების, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დაგეგმარების, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში განეკუთვნება:

ა) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში; ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებასა და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

ბ) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების შედეგანსა და განხორციელებაში;

გ) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სამუშაოთა ორგანიზებაში;

დ) ქუჩების, ტროტუარების და მოედნების დასუფთავების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

ე) ღონისძიებათა გატარება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის.

    მუხლი 9. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში

1. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მონაწილეობის მიღება სატრანსპორტო სისტემის და ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში;

ბ) მონაწილეობის მიღება გზების, ტროტუარების, მოედნების, სანაპიროების მოვლა-პატრონობაში;

გ) კონტროლი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების და ადგილობრივი გადაზიდვის დადგენილი წესების დაცვაზე;

დ) სარიტუალო მომსახურების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ორგანიზება;

 ე) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, ნაგვის

 შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების კოორდინაცია;

 მუხლი 10. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სფეროში

1. განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სფეროში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მონაწილეობის მიღება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების ორგანიზებაში;

ბ) თვალყურის დევნება ადმინიტრციულ ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიულ ძეგლთა დაცვაზე;

გ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება თვითმმართველი ერთელის ბიუჯეტიდან;

დ) ინფორმაციის წარმოდგენა მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ.

მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება აღრიცხვისა და ინფორმატიკის სფეროში

1. აღრიცხვისა და ინფორმატიკის სფეროში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) ადმინისტრაციულ ერთეულში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა;

ბ) სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრების ორგანიზება;

დ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

 მუხლი 12. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში

1. მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში გამგეობის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) მონაწილეობის მიღება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, მეზობლური და ოჯახური დავის რეგულირების საკითხებში;

ბ) მონაწილეობის მიღება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

 გ) პირველადი სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზება.

თავი III

თვით მმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებული

    მუხლი 13. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი –რწმუნებული

 1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. რწმუნებული საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში.

3. რწმუნებული თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის“ და ამ დებულების საფუძველზე წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

ბ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

დ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ვ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

ზ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;

თ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;

ი) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;

კ) მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების და ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში;

ლ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

მ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ნ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ო) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

პ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

ჟ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

რ) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცი ა შესაბამის ადმინისრტაციულ ერთეულში:

ა) მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) მოქალაქეთა დაბადების, გარდაცვალებისა და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

დ) დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტების, დევნილების რაოდენობისა და მათი საყოფაცხოვრებო - სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით

უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

5. რწმუნებულს აქვს ბეჭედი მრგვალი ფორმის, ტერიტორიული ორგანოს აღნიშვნით, რომელიც გამოიყენება რწმუნებულის მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. რწმუნებული ბეჭედს იყენებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტის დასამოწმებლად.

6. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

7. რწმუნებულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

 მუხლი 14. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, რომელთაც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – რწმუნებულის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ ფუნქციების განაწილების შესაბამისად ახორციელებენ უფლებამოსილებებს.

3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისა და გამგებლის წინაშე.