შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტერორიზმთან, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების უკანონო ბრუნვასთან, ორგანიზებულ და სხვა სახის დამნაშავეობასთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 31.03.2005
ძალაში შესვლა 26.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2012
matsne.gov.ge 1,846 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2005 მიღება
26.01.2012 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტერორიზმთან, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების უკანონო ბრუნვასთან, ორგანიზებულ და სხვა სახის დამნაშავეობასთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 63.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტერორიზმთან, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების უკანონო ბრუნვასთან, ორგანიზებულ და სხვა სახის დამნაშავეობასთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, დარწმუნებული არიან, რომ ტერორიზმთან, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვასთან, ორგანიზებულ და სხვა სახის დამნაშავეობასთან ბრძოლის მიზნით თანამშრომლობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, გამოთქვამენ რა სურვილს, განახორციელონ ერთობლივი ბრძოლა ტერორიზმთან, გამოთქვამენ რა წუხილს, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების უკანონო ბრუნვისა და მათი უკანონოდ მოხმარების მზარდი ტენდენციის გამო, განზრახული აქვთ გაატარონ ეფექტიანი ღონისძიებები უკანონო მიგრაციასთან და ეკონომიკურ სფეროში დანაშაულების წინააღმდეგ, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები თავიანთი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად ახორციელებენ თანამშრომლობას ტერორიზმთან, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვასთან, ორგანიზებულ და სხვა სახის დამნაშავეობასთან ბრძოლის სფეროში, თუ დანაშაულის ჩადენა ან მისთვის მზადება წარმოებს მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიებზე. მუხლი 2🔗 ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებასთან საბრძოლველად მხარეები თავიანთი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად, აგრეთვე წინამდებარე შეთანხმების დებულებათა თანახმად:  1) ცვლიან ინფორმაციას ტერირიზმის დაგეგმილი და ჩადენილი აქტების შესახებ, ტერორისტული ორგანიზაციებისა და დაჯგუფებების თაობაზე, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ ასეთ დანაშაულებში, ასეთი დანაშაულების ჩადენის ფორმებისა და მეთოდების შესახებ და გამოყენებული საშუალებების თაობაზე, აგრეთვე ცვლიან მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია ტერორიზმთან ბრძოლისათვის; 2) ცვლიან ინფორმაციას ტერორისტული ორგანიზაციებისა და იმ პირებისათვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ ტერორისტულ საქმიანობაში, აგრეთვე მათი დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით; 3)  ცვლიან ინფორმაციას იმ პირებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ეწევიან იარაღით, საბრძოლო მასალებით, სამხედრო ტექნიკით, ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებებით, ბირთვული და რადიოაქტიური მასალებით უკანონო ვაჭრობას, აგრეთვე მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიებზე მათი გადაადგილების არხების შესახებ; 4)  ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ატარებენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, ტერორისტული ხასიათის დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით; 5)  ატარებენ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს და კონსულტაციებს ტერორიზმთან და ტერორისტული გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლის ფორმებსა და მეთოდებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარების საკითხებზე. მუხლი 3🔗 ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის, მათ შორის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეების უკანონოდ მოყვანის, აგრეთვე მათ დასამზადებლად საჭირო ხელსაწყოების ან მოწყობილობების უკანონო ბრუნვის აღკვეთის მიზნით, მხარეები თავიანთი ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად: 1)  ცვლიან ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც ჩართული არიან ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვაში; საიდუმლო თავშესაფრების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ამ პირთა მუშაობის მეთოდების თაობაზე; ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების წარმოშობის ადგილისა და დანიშნულების შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია იმ დანაშაულების თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთირებებისა და პრეკურსორების; 2)  ცვლიან ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის მეთოდების შესახებ; 3)  ცვლიან კრიმინალისტიკური და კრიმინოლოგიური გამოკვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვას და მათ უკანონო მოხმარებას; 4)  გადასცემენ ერთმანეთს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ნიმუშებს, რომელთა უკანონო მოხმარებაც ხორციელდება; 5)  უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის კონტროლთან დაკავშირებით და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამ სფეროში შესაძლო უკანონო მოხმარების საკითხებს; 6)  ატარებენ შეთანხმებულ ღონისძიებებს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის აღკვეთის მიზნით. მუხლი 4🔗 ახორციელებენ რა თანამშრომლობას დანაშაულების გამოვლენის, აცილების, აღკვეთისა და შემცირების მიზნით განსაკუთრებით ორგანიზებულ დამნაშავეობასთან დაკავშირებით, მხარეები: 1)  ცვლიან ინფორმაციას იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში, დამნაშავეთა კავშირების თაობაზე, სტრუქტურის შესახებ, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების თაობაზე, ცალკეული დამნაშავეებისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ურთიერთობების შესახებ, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ფაქტების თაობაზე (განსაკუთრებით დანაშაულის ჩადენის დროზე, ადგილსა და მეთოდზე), დანაშაულის კვალიფიკაციისა და სახეობების, გატარებული ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერ სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქმის დეტალებს იმდენად, რამდენადაც ისინი აუცილებელია ასეთი დანაშაულის თავიდან აცილების ან აღკვეთისათვის; 2)  ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს, რომლებიც გათვალისწინებულია მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით; 3)  ცვლიან ინფორმაციას და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას საერთაშორისო დანაშაულების ახალ ფორმებთან და მათი ჩადენის მეთოდებთან დაკავშირებით; 4)  ცვლიან თავიანთ კრიმინალისტიკურ, კრიმინოლოგიურ და სხვა კრიმინალურ გამოკვლევებთან დაკავშირებით მიღებულ შედეგებს, ცვლიან ინფორმაციას თავიანთი გამოცდილების შესახებ გამოძიება და მუშაობის საკუთარი მეთოდების გამოყენებასთან, აგრეთვე იმ მოწყობილობებთან დაკავშირებით, რომელთა სრულყოფაც აუცილებელია; 5)  ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის ურთიერთქმედების განმტკიცების მიზნით ატარებენ ერთმანეთის სპეციალისტების სტაჟირებას კვალიფიკაციის ასამაღლებლად, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და აცნობენ სამეცნიერო მიღწევებს კრიმინალისტიკურ, კრიმინოლოგიურ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დარგში; 6)  აუცილებლობის შემთხვევაში, ახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლაში და მათ მოსამზადებელად და სარეალიზაციოდ ატარებენ სამუშაო შეხვდრებს. მუხლი 5🔗 გარდა ამისა, მხარეთა თანამშრომლობა მოიცავს: 1)  უკანონოდ მოპოვებული შემოსავლების ლეგალიზაციის, აგრეთვე უკანონო ფინანსური ოპერაციების წინააღმდეგ ბრძოლას; 2)  დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გაცვლას; 3)  არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ნორმატიული აქტების გაცვლას, აგრეთვე იმ ნორმატიული სამართლებრივი აქტების გაცვლას, რომლებითაც წესრიგდება მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ყოფნის წესი; 4)  ინფორმაციის გაცვლას, რომელიც აუცილებელია მეორე მხარისათვის ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლაში, აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც მონაწილეობას იღებენ უკანონო მიგრაციის ორგანიზებაში და მიგრანტთა გადაყვანის გამოვლენილ არხებთან დაკავშირებით; 5)  წინამდებარე შეთანხმებაში მოხსენიებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან ბრძოლის სფეროში ნორმატიული აქტების გაცვლას. მუხლი 6🔗 1. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესრულების მიზნით, ყველა კონტაქტი განხორციელდება უშუალოდ მხარეთა სახელმწიფოების ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოებს შორის. 2. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ: საქართველოს მხრიდან: შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური. ყაზახეთის მხრიდან: გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეროვნული უშიშროების კომიტეტი; ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკურ და კორუფციულ დანაშაულებთან ბრძოლის სააგენტო (ფინანსური პოლიცია). 3. მხარეთა სახელმწიფოების ცენტრალური კომპეტენტური ორგანოები თავიანთი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად, უშუალოდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ცალკეული ოქმით შეუძლიათ დაადგინონ თავიანთი თანამშომროლობის ფორმები. 4. ერთი მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით დროულად აცნობებს მეორე მხარეს ცენტრალური კომპეტენტური ორგანოების ნუსხაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მუხლი 7🔗 1. მოთხოვნა ინფორმაციის გაცვლის შესახებ და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელების თაობაზე ეგზავნება წერილობითი ფორმით მხარეთა სახელმწიფოების ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოებს. მოთხოვნას უნდა დაერთოს: 1)  მოთხოვნის წარმდგენი ორგანოს დასახელება, აგრეთვე მოტივირებული ფორმულირება, რომლითაც განსაზღვრულია ორგანო, რომელსაც გაეგზავნა მოთხოვნა; 2)  სისხლის სამართლის საქმის აღწერა, რის გამოც მოითხოვება დახმარება; 3)  მოთხოვნის შინაარსი, აგრეთვე ცნობები, რომლებიც აუცილებელია მის შესასრულებლად; 4) აუცილებლობის შემთხვევაში ვადა, რა დროშიც იგულისხმება მოთხოვნის შესრულება. მხარეთა სახელმწიფოების ცენტრალური კომპტენეტური ორგანოები გადაუდებელ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესრულების თაობაზე მიმართავენ წინასწარ ზეპირი ფორმით, რაც შემდეგ დადასტურებული უნდა იქნეს წერილობით. 2. თუ მოთხოვნის მიმღები მხარე მოთხოვნაში წარდგენილ ინფორმაციას ჩათვლის არასაკმარისად, მას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები მოთხოვნას ასრულებენ დაუყოვნებლივ. მუხლი 8🔗 პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, რომლებიც წარმოდგენილია თანამშრომლობის დროს, მხარეები თავიანთი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად, იცავენ შემდეგ პირობებს: 1)  მოთხოვნის წარმდგენი მხარე პერსონალურ მონაცემებს იყენებს იმ მიზნითა და პირობების შესაბამისად, რომლებსაც განსაზღვრავს მოთხოვნის მიმღები მხარე; 2)  მოთხოვნის მიმღები მხარის მოთხოვნაზე მოთხოვნის წარმდგენი მხარე წარადგენს ინფორმაციას მიწოდებული პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ და ამასთან დაკავშირებით მიღებულ შედეგებზე; 3)  პერსონალური მონაცემები შეიძლება გაეგზავნოს მხოლოდ ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლით და რომლებიც ახორციელებენ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან ბრძოლას. პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს ხელისუფლების სხვა ორგანოებს მოთხოვნის მიმღები ორგანოს წერილობითი თანხმობით; 4)  მოთხოვნის მიმღები მხარე უნდა დარწმუნდეს, რომ პერსონალური მონაცემები, რომლებიც ექვემდებარება გადაცემას, ზუსტია, აგრეთვე ასეთი გადაცემის აუცილებლობაში. ამასთან, დაცული უნდა იქნეს პერსონალური მონაცემების მიწოდებაზე ის შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით. თუ დამტკიცდა, რომ გაიგზავნა არასწორი პერსონალური მონაცემები ან პერსონალური მონაცემები, რომლებიც ექვემდებარება შეზღუდვას, მაშინ მოთხოვნის წარმდგენ მხარეს აუცილებლად ეცნობება ამის შესახებ. იგი შეიტანს აუცილებელსკორექტივებს ან დაუყოვნებლივ გაანადგურებს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ექვემდებარება შეზღუდვას; 5)  დაინტერესებულ პირს, მისივე თხოვნით, შეიძლება მიეცეს ცნობა მასთან დაკავშირებით გადაცემული პერსონალური მონაცემების შესახებ და მათი გამოყენების მიზნების თაობაზე, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად; 6)  პერსონალური მონაცემების გაგზავნისას მოთხოვნის მიმღები მხარე ადგენს ზღვრულ ვადებს ასეთი პერსონალური მონაცემების გასანადგურებლად, საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მიწოდებული პერსონალური მონაცემები უნდა განადგურდეს, თუ მათი გამოყენების საჭიროება აღარ არსებობს. ერთი მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს მიღებული პერსონალური მონაცემების განადგურებისა და ასეთი განადგურების საფუძვლების შესახებ. მიღებული პერსონალური მონაცემები ექვემდებარება განადგურებას ამ შეთანხმების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ; 7)  თითოეული მხარე აწარმოებს პერსონალური მონაცემების გაგზავნის, მიღებისა და განადგურების რეგისტრს; 8. მხარეები იცავენ მიღებულ პერსონალურ მონაცემებს მათთან არასანქცირებული დაშვების, მათი შეცვლის ან გამოქვეყნებისაგან. მუხლი 9🔗 1. მხარეები უზრუნველყოფენ მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად ყველა მონაცემისა და ინფორმაციის დაცვას, რომლებიც მიღებულია გაცვლის შედეგად ამ შეთანხმების შესრულების მიზნით. დაცვის ხარისხი, რომელსაც ადგენს გადამცემი მხარე, შეცვლას არ ექვემდებარება. 2. წინამდებარე შეთანხმების თანახმად მიწოდებული დოკუმენტები, მონაცემები და ტექნიკური მოწყობილობები შეიძლება გადაეცეს მესამე სახელმწიფოს მხოლოდ მოთხოვნის მიმღები მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. მუხლი 10🔗 1. წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს მხარეები გაიღებენ დამოუკიდებლად იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია მათ მიერ თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად თავისი ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად. 2. აუცილებლობის შემთხვევაში მხარეები ერთობლივად გაიღებენ ხარჯებს იმ მოქმედებების განსახორციელებლად, რომლებიც გამომდინარეობს წინამდებარე შეთანხმებიდან, რაც ფორმდება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ურთიერთმისაღები შეთანხმებით. მხარეთა ვალდებულებები ერთობლივ ხარჯებთან დაკავშირებით რეგულირდება ამ შეთანხმებებით. მუხლი 11🔗 1. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა რეალიზაციის მიზნით მხარეებს შეუძლიათ შექმნან ერთობლივი კომისია. კომისიის შემადგენლობის შესახებ მხარეები აცნობებენ ერთმანეთს დიპლომატიური არხების საშუალებით. 2. ერთობლივი კომისიის სხდომა ჩატარდება აუცილებლობის შემთხვევაში მონაცვლეობით მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიებზე. მუხლი 12🔗 1. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე, თუ მოთხოვნის შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება მის ეროვნულ კანონმდებლობას. 2. მოთხოვნის შესრულებაზე უარის შემთხვევაში ან მისი ნაწილობრივ შესრულებისას მოთხოვნის წამრდგენ მხარეს გაეგზავნება წერილობითი შეტყობინება, სადაც მიეთითება მოთხოვნის შესრულებაზე უარის ან მისი ნაწილობრივ შესრულების მიზეზების შესახებ. მუხლი 13🔗 წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობისას, მხარეები იყენებენ რუსულ ენას. მუხლი 14🔗 მხარეთა ურთიერთთანხმობის საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ოქმებით და რომლებიც არის წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. მუხლი 15🔗 წინამდებარე შეთანხმება არ შეეხება სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელთა მონაწილენიც არიან მხარეთა სახელმწიფოები. მუხლი 16🔗 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან. 2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და იგი ძალაში დარჩება 6-თვიანი ვადის ამოწურვამდე იმ თარიღიდან, როდესაც ერთი მხარე მიიღებს წერილობით შეტყობინებას მეორე მხარისაგან საკუთარი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება. შესრულებულია ქ. ასტანაში 2005 წლის 31 მარტს ორ პირად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის                        ყაზახეთის რესპუბლიკის       სახელით                                                                 მთავრობის სახელით ხელმოწერილია                                                    ხელმოწერილია